Image

ოქრიაშვილი: "დიდი მადლობა გულშემატკივარს"

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 18-ნოე, 17:259 Sportnews 2642


















გუშინ საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ქართველ უნიჭიერეს ფეხბურთელს თორნიკე ოქრიაშვილს, ყველამ ვნახეთ, რომ მას უდიდესი პოტენციალი აქვს.

თორნიკემ პირველი შეხვედრის კვალობაზე არც თუ ცუდად წარმოაჩინა თავი, EsPoRT.Ge თორნიკეს სლოვენიაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზივური ინტერვიუ ჩაწერა.

-გილოცავთ საქართველოს ნაკრებში დებიუტს...

-დიდი მადლობა ყველას , რომ ნაკრებს ქომაგობთ და პირველ რიგში დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას, რომ ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი მომცა.

-გუშინდელი გამარჯვება მიმდინარე წლის ბრწყინვალე დასასრული იყო საქართველოს ნაკრების, თქვენი დებიუტიც წარმატებული აღმოჩნდა, რისი თქმა შეგიძლიათ გუშინდელ შეხვედრაზე?

-დიახ დაგეთანხმებით გუშინდელი შეხვედრა მართლაც წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბატონ თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ ბიჭებმა უკვე 8 მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარეს და მეორე იმიტომ, რომ ეს მოგება დიდად იქონიებს ჩვენს რეიტინგზე, სადაც ახლა 78 ადგილზე ვიმყოფებით.

-სლოვენიის ნაკრები აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ჩვენს ნაკრებზე, მაგრამ შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა ჩვენდა სასიხარულოთ , მეორე ნომრით თამაში მწვრთნელის დავალება იყო?

-ბატონმა ქეცბაიამ დაგვავალა, რომ კონტრშეტევებზე გვეთამაშა, რადგან მაინც და მაინც მოსაგებად არ ვიყავით სლოვენიაში ჩასული.

-თქვენ მოედანზე შეხვედრის 61-ე წუთზე გამოჩნდით , ნაკრებმა კი ორი გოლი ერთ წუთიან მონაკვეთში 67-68 წუთებზე გაიტანა. რას იტყვით გატანილ გოლებზე?

-სიმართლე ვთქვათ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო , მე მაგ ორ გოლში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია, უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ ჩვენი მეტოქე ერთ წუთიან მონაკვეთში ორჯერ შეცდა, რაც ჩვენ იდეალურად გამოვიყენეთ.

-ყველა ქართველი ქომაგი ამ წუთებში ამაყია და სწამს, რომ გუშინდელი გამარჯვება მომავალი დიდი გამარჯვებების დასაწყისია, აშკარაა ნაკრების პროგრესი ეროვნულის თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების. გვინდა გისურვოთ, რომ როგორი წარმატებულიც გამოვიდა თქვენი დებიუტი, ისეთივე წარმატებით გაგეგრძელებინათ თქვენც და ნაკრებსაც თამაში...

-დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველი ქომაგი ყოველთვის ამაყი იყოს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 19 ნოემბერი 2010 14:36
იცი გოგა ეხლა შენმა კომენტარმა ასეთი აზრი გამიჩინა, ოქრიაშვილი მგონი ერთადერთი ფეხბურთელია(ქართველი) რომელიც სიამოვნებით ეკონტაქტება ხალხს, მოხარულივ არ ასეთი ურთიერთობის და თუ ჩემი სიტყვები მივა მის ყურამდე მინდა რომ იცოდეს, მისი გულშემატკივრების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად დიდ წარმატებას მოუტანს, მე ვიცი რას ნიშნავს იყო საყვარელი ფეხბურთელი გულშემატკივრებისთვის და რამდენად დიდ ძალას მატებს ეს მოთამაშეს მოედანზე.
ასე რომ ჩემი და მგონი მთელი საქართველოს შეძახილიც ასეთი იქნებოდა.
ასე გააგრძელე და ნამდვილად დაიბყრობ გულშემატკივრების გულებს!
Sportnews 19 ნოემბერი 2010 08:16
admin,

სითამამეს რაც შეეხება, პირადად მისგან გავიგე, რომ ბოლომდე თამამი ვერ ვიყავიო 8 88 88 88 8
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 18 ნოემბერი 2010 20:48
კარგი ჩართვის რა გითხრათ ცუდად დაკარგა რამოდენიმეჯერ ბურთი, მაგრამ ერთ რამეში დავეთანხმებოდი კომენტატორს ძალიან თამამი იყო რაც ნამდვილად აკლდა ბოლო თამაშების განმავლობაში ჩვენს ნაკრებს, კიდევ ერთს რითაც გამოვარჩევდი მას ეს ეგრეთ წოდებული "ჟილკა" იყო. იმედია ასე გააგრძელებს და დაიმკვიდდრებს ადგილს ძირითადში!
MALU 18 ნოემბერი 2010 19:03
უნიჭიერესი ფეხბურთელი და უსაყვარლესი ადამიანი................
Sportnews 18 ნოემბერი 2010 17:32
ოქრიაშვილი ჩემი აზრით კარგად ჩააერთო შეხვედრაში, 2-1 ზე ბურთს კარგად ინარჩუნებდა, მართალია რამდენიმე შეცდომაც დაუშვა, მაგრამ მთლიანობაში მისი ასაკის და დებიუტის კვალობაზე კარგად შევაფასებდი პირადად მის გუშინდელ დებიუტს.

--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
beqa_beqa 18 ნოემბერი 2010 17:26
აუ მაგრად მევასეა ოქროაშვილი მაგარი კაცია ძან
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (176)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა