ანა ჩაკვეტაძეს 10 წელია ბათუმელი ფანატი დევნის

პირადი ცხოვრება / ჩოგბურთი 11-სექ, 16:529 Sportnews 20422 0






ყოფილი რუსი ჩოგბურთელი ანა ჩაკვეტაძე აპირებს სასამართლოში უჩივლოს მამაკაცს, რომელიც 10 წელია სდევნის. ჩაკვეტაძემ უსაფრთხოების მიზნით, პირადი მცველიც აიყვანა.

"ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 16 წლის ასაკში ბათუმში ჩავედი ტურნირის სათამაშოდ. როგორც ეს ხშირად ხდება, ტურნირზე სხვადასხვა ადამიანს ეცნობი - ორგანიზატორებს, გულშემატკივრებს. იქ პირველად ვიყავი, ამიტომაც რჩევებს მაძლევდნენ - სად წავსულიყავი, გემრიელად სად მესადილა.

ბათუმში გულშემატკივრების ჯგუფი მიჭერდა მხარს, ისინი კეთილგანწყობილნი იყვნენ ჩემს მიმართ. მომდევნო წელს, ისევ ვესტუმრე ამ ტურნირს და აი, აქედან დაიწყო ყველაფერი. იმ გულშემატკივრებიდან ერთ-ერთმა, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა დაიწყო. მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე.

არ ვიცი, საიდან გაიგო ამ მამაკაცმა ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი, მაგრამ მალე სატელეფონო ზარებით ამიკლო, გარდა ამისა, ელექტრონულ წერილებს მიგზავნიდა. იმის გამო, რომ დროის დიდ ნაწილს ტურნირებზე ვატარებდი, მას უფრო ხშირად ჩემს მშობლებთან უწევდა ლაპარაკი. ზარების გახშირებასთან ერთად, გაჩნდა მისი მხრიდან მკვეთრი მოთხოვნები - უნდოდა შეხვედრები, ურთიერთობა.

რამდენჯერმე დაესწრო იმ ტურნირებს, სადაც მე გამოვდიოდი, მაგრამ იქ დაცვაა, თან ჩემთან ერთად ყოველთვის ახლობელი ადამიანი მოგზაურობდა. ვხედავდი მას, მაგრამ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. მაგრამ, ახლა, სიტუაცია განსხვავებულია. ეს ადამიანი თვალს ადევნებს ჩემს სოციალურ ქსელს - იცის სად დავდივარ, რომელ რესტორნებში ვიკვებები, მეგობართაგან ვინ არის ჩემს გვერდით.

მაგალითად, მივდივარ რაიმე სპორტულ ღონისძიბაზე - ის იქ მხვდება, ითხოვს შეხვედრას. სასადილოდ მივდივარ - რესტორანთან მელოდება. ეს ყველაფერი მაშინებს, რადგან არ ვიცი, თავში რა უდევს. თავიდან უწყინარი ჩანდა, მაგრამ გაჩნდა ზიზღი და გაბოროტება.

ჩემი მოთმინების ძაფი მაშინ გაწყდა, როცა საკუთარი საჩოგბურთო სკოლის გახსნის წინ, ბაშვებისთვის მასტერ-კლასი ჩავატარე. ის ითხოვდა ჩახუტებას, მისთვის დროის დათმობას, ახლო ურთიერთობას. საბედნიეროდ, იქ ბევრი ხალხი იყო, დაცვაც,

ასე რომ, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა უკანა გასასვლელიდან მომიწია წასვლა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ზომების მიღება, რადგან ახლა, მის შეტყობინებებში არა მხოლოდ სიყვარულის აღიარება და თხოვნები, არამედ მუქარებიცაა. ეს ყველაფერი ძალიან მაშინებს", - წერია ჩაკვეტაძის განცხადებაში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018