ცნობილმა მოდელმა ვან გაალი გააკრიტიკა!

ცნობილმა მოდელმა ვან გაალი გააკრიტიკა!

10-01-2016, 21:04

ინგლისის საფეხბურთო კლუბ მანჩესტერ იუნაიტედს საკმაოდ ბევრი სექსუალური ლამაზმანი გულშემატკივრობს. აღმოჩნდა, რომ მისი ერთ-ერთი ფანატიკოსი მსოფლიოდ ცნობილი მოდელი ბეთ ჰუმპრეისია.

ბეთი მანჩესტერ იუნაიტედის ძალიან მტკიცე გულშემატკივარია და მისი აზრით მწვრთნელ ლუის ვან გაალის მმართველობაში მყოფ წითელ ეშმაკების წარმატება ფაქტიურად შეუძლებელია.

მოდელს მანჩესტერ იუნაიტედის მიმართ ძალიან დიდი სიმპათიები გააჩნია, მაგრამ 2015/2016 წლის სეზონზე კლუბის წარმატების არ სჯერა, რადგან კლუბს სათავეში ლუის ვან გაალი უდგას. მოდელის განცხადებით წითელ ეშმაკებს ჰყავს საუკეთესო მოთამაშეები, მაგრამ რაქნან ფეხბურთელებმა, როდესაც მწვრთნელი არ ვარგა.

ბეთ ჰამპრეისი: "ლუის ვან გაალის მიმართ არანაირი ანტი-სიმპათია არ გამაჩნია, მაგრამ ეგ მწვრთნელი არ არის მანჩესტერ იუნაიტედთან სრულ კავშირში. მას არ ესმის საერთოდ რას ნიშნავს ინგლისური ფეხბურთი. უკეთესი იქნება, რომ კლუბი დატოვოს და წავიდეს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჰოლანდია, ესპანეთი ან საფრანგეთი. ჩემი აზრით ამ ქვეყნებში უფრო წარმატებული იქნება. მანჩესტერს უკეთესი მწვრთნელი სჭირდება!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით