ავთანდილ ხურციძეს ერთ კვირაში გაანთავისუფლებენ

ავთანდილ ხურციძეს ერთ კვირაში გაანთავისუფლებენ

28-06-2017, 14:24

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ავთანდილ ხურციძის მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათ შვილს სასამართლო ერთ კვირაში გაათავისუფლებს. ამის შესახებ საზოგადოებრივთან საუბრისას სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ განაცხადა.

მაყვალა ხურციძის თქმით, ცოტა ხნის წინ, შვილი ტელეფონით დაუკავშირდა.

„მან მითხრა, რომ ერთ კვირაში სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მას სავარაუდოდ, უდანაშაულოდ ცნობენ და გაათავისუფლებენ“, - განაცხადა მაყვალა ხურციძემ.

მაყვალა ხურციძის განცხადებით, მას მისი შვილის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება და იმედოვნებს, რომ ერთ კვირაში ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდება.

ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკში დააკავეს. მას ბრალად ე.წ. შულაიას კრიმინალური სინდიკატის წევრობა ედება და გამოძიების მტკიცებით, არაერთ მძიმე დანაშაულშია მხილებული. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

წყარო : 1tv.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით