"ის ჩვენი დედაქალაქის ......." - ლევან კობიაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება

22-10-2017, 16:34

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება და მის მეგობარ კახა კალაძეს გამარჯვებას ულოცავს.

"უპირველესად, ვულოცავ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარებას! განსაკუთრებულად კი მინდა, კახას მივულოცო თბილისის მერის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, ის ამ არჩევნების მთავარი გმირი იყო! კახასთან მრავალწლიანი მეგობრობა მაძლევს იმის საფუძველსა და რწმენას, რომ ის ჩვენი დედაქალაქის ღირსეული მერი იქნება! ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით, ის აუცილებლად მიაღწევს ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და თბილისი გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი" - წერს ლევან კობიაშვილი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით