გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას

გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას

30-10-2017, 23:19

საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელისა და არნემის „ვიტესის“ კაპიტნის გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

პრეზიდენტი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს.

„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.

ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტნს გურამ კაშიას“,- წერს გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“.

არნემის „ვიტესისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში მოედანზე LGBT-ფერებიანი კაპიტნის სამკლაურით გავიდა. აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-8 ტურში ყველა გუნდის კაპიტანი აღნიშნული სამკლაურით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილი - ჩემი მხარდაჭერა გურამ კაშიას


1tv.ge

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით