მაისური გურამ კაშიას გამოსახულებით - ინგა გროგოლიას მხარდაჭერა ფეხბურთელს

პირადი ცხოვრება 31-ოქტ, 23:429 Sportnews 3665 0





საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და ნიდერლანდების ქალაქ არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ერთ-ერთ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება.

ფეხბურთელის ამ ქმედებას საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა კაშია ქართული ტრადიციების შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და მისი „ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა“ მოითხოვა. ამ მოთხოვნით ე.წ ქართული მარში ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას მართავს.

გურამ კაშიას გარშემო ატეხილი სკანდალია ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციის" მთავარი თემაც. ინგა გრიგოლია გადაცემას გურამ კაშიას გამოსახულებიანი მაისურით უძღვება.

მაისური გურამ კაშიას გამოსახულებით - ინგა გროგოლიას მხარდაჭერა ფეხბურთელს


წყარო : newposts.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა