მომენტი, როდესაც რონალდუმ მესის ჯილდოს მისაკუთრება სცადა [ვიდეო]

მომენტი, როდესაც რონალდუმ მესის ჯილდოს მისაკუთრება სცადა [ვიდეო]

6-11-2017, 18:58

გასულ თვეში კრიშტიანუ რონალდუმ დამსახურებულად აღმართა „ფიფას საუკეთესოს“ ჯილდო. პორტუგალიელმა მართლაც რომ განმაცვიფრებელი 2016-2017 წლების სეზონი ჩაატარა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ.

პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების გზაზე, რონალდუმ ლიონელ მესი და ნეიმარი ჩამოიტოვა, თუმცაღა, 10 წლის წინ ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. 2007 წელს, „ციურიხის ოპერის სახლში“, ბრაზილიელი კაკა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„მილანის“ ნახევარმცველმა ჯილდო 1,047 ხმით დაიმსახურა, მესის 504 ხმა ერგო, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერი რონალდუ კი 426 ხმას დასჯერდა.

აი რა მოხდა უცნაური მაშინ...

კაკამ ოქროს ჯილდო მიიღო და ცერემონია კარგად ვითარდებოდა. „ფიფას“ პრეზიდენტმა სეპ ბლატერმა პირადად გადასცა პრიზი ბრაზილიელს. მადრიდის „რეალისა“ და „სან პაულუს“ ყოფილი მოთამაშისათვის ეს ძალიან ემოციური მომენტი გახლდათ.

როცა კაკამ ფოტოსესია დაასრულა, მაშინ რონალდუსა და მესისაც უხმეს ცერემონიაზე დასაჯილდოებლად.

წამყვანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელი მესი მეორე ადგილზე გავიდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვინგერ რონალდუ კი მესამეზე.

მაგრამ რონალდუმ აშკარად ვერ გაიგო ის, თუ რა თქვა მოსაუბრემ და გაეშურა ვერცხლის ჯილდოს ასაღებად.

როგორც ვიდეოში ჩანს, რონალდუ გაწითლდა ამგვარი უხერხული მომენტის გამო.

კრიშტიანუს ეგონა რომ იგი გავიდა მეორეზე, მესი კი მესამეზე, არადა ყველაფერი პირიქით მოხდა.

მომენტი 6:00წთ-ზეა ასახული...

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით