არც რონალდუ და არც მესი - ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?

პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ინგლისი 11-იან, 19:349 GioToServe 1435 0






არც რონალდუ და არც მესი - ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?


ადამიანთა უმრავლესობა ფულსა და სპორტს ფეხბურთელებს პირდაპირ უკავშირებს. მათ თვალწინ წარმოუდგებიან, ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, მაგრამ როგორც ირკვევა, „ლესტერ სიტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ფაიკ ბოლკიაჰი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია იმდენად, რამდენადაც ეს უკანასკნელი ბრუნეის სულთანის ოჯახს ენათესავება.

ბოლკიაჰი ბრუნეის სულთანის ჰასანალ ბოლკიაჰის ძმისშვილია. სულთანის მატერიალური ქონება 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

თუმცაღა, იბადება კითხვა: „კი მაგრამ, რისთვისაა საჭირო ამდენი ფული?“

მარტივად რომ ვთქვათ, ის ძირითადად იმისთვის გამოიყენება, რომ გააკეთო რაც მოგესურვება.

ბოლკიაჰის ძირითადი ჰობი მის მოშინაურებულ ვეფხვთან ფეხბურთის თამაშია.

მისი მამა, ჯეფრი ბოლკიაჰი როგორც მინიმუმ 2,300 მანქანას ფლობს. მატერიალური კუთხით არც ეს უკანასკნელი არ უდებს ტოლს არავის. ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მან თავის 50 წლის იუბილეზე 14 მილიონი ევრო დახარჯა - აღნიშნულმა პიროვნებამ პირადი კონცერტი გამართა და მაიკლ ჯექსონი სპეციალურად თავისი დაბადების დღისათვის ექსკლუზიურად მოიწვია.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ახლა „ლესტერ სიტის“ აკადემიაში ასპარეზობს. იგი სამხრეთ ინგლისური კლუბის „AFC ნიუბერის“ აღზრდილია.

ამ მომენტიდან მოყოლებული, ხალხმა იგი უკვე გაიცნო.

2009 წელს, როდესაც ფაიკ ბოლკიაჰი „საუთჰემპტონის“ შემადგენლობაში თამაშობდა, იგი ბრუნეიში წარადგინეს, მაგრამ მოცემულ მხარეში მისი ხილვა არავის სურდა და შესაბამისად მისთვის არანაირი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ.

ცოტა ხნის შემდგომ, „არსენალმა“ ფეხბურთელს ერთგვარი გამოცდა მოუწყო, სადაც თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მისცა. მაშინ ფაიკ ბოლკიაჰმა „ლაიონ სითის თასზე“ ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

ფაიკ ბოლკიაჰით არაერთი კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ახალგაზრდა მოთამაშემ შეძლო და „ჩელსი" დააინტერესა. ლონდონურმა კლუბმა ფეხბურთელთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თუმცაღა, ბოლკიაჰმა მალევე დატოვა „ჩელსი“ და „ლესტერ სიტისთან“ 3 წლიან შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოაწერა.

ფაიკ ბოლკიაჰი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში დაიბადა და ბრუნეის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გადაწყვიტა თამაში.

მიუხედავად იმისა რომ ასე ახალგაზრდაა, მან ნაკრების შემადგენლობაში უკვე შეძლო და 9-ჯერ იასპარეზა. ამასთან, 1 გოლიც გაიტანა.

ფაიკ ბოლკიაჰთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა - ზოგი როგორ ფიქრობს და ზოგიც როგორ, მაგრამ 19 წლის თავდამსხმელი ერთი ჩვეულებრივი და თავმდაბალი ბიჭია, რომელიც თავისი მშობლების მადლიერია ყველა იმ მსხვერპლის გამო, რაც მათ ფაიკისთვის გაიღეს.


არც რონალდუ და არც მესი - ვინ არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელი?





მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018