პირადი ცხოვრება
კახა კალაძის საამაყო საქციელი, რომელიც დღემდე საიდუმლო იყო

ქართველი გრიმიორი ქეთევან ჩანთაძე, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ სკოლაში - Cinema Makeup School სწავლობს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს და თბილისის ახალარჩეულ მერს კახა კალაძეს დახმარებისთვის საჯაროდ უხდის მადლობას.

"აქამდე საჯაროდ მადლობა არ გადამიხდია იმ ადამიანისთვის ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემი დიდი და ურთულესი ბრძოლის წარმატებით დასრულებაში. დღეს,როდესაც ყველა ნერვიულობამ გაიარა და მე აქ ვარ,მადლობას ვუხდი კახი კალაძეს რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია და სწავლის ნახევარი დამიფინანსა. მაშინ ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი იყო და მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა. მთხოვა არ მეთქვა ეს ამბავი,ვინმემ არ იფიქროს რომ საარჩევნოდ ქულებს ვიწერო. ეს შოკი და სიხარული ერთად მოვიდა. იყო სხვა ბევრი სირთულეები,ვიჭედებოდი დროში და სწავლის გადატანა მომიწია რაც დიდ პრობლემებს და ნერვიულობას უკავშირდებოდა. დღეს მე აქ ვარ და ვიწყებ მოგზაურობას. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დამეწერა რადგან მადლობა ამ ეტაპზე ის მინიმუმია რაც ჩემი მხრიდან შემიძლია კახის მიმართ გამოვხატო,ამ მადლიერების სიტყვებით გადმოცემა კი საკმაოდ რთულია", - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან ჩანთაძე.

ქეთევან ჩანთაძეს პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, მსოფლიო კინოინდუსტრიაში წარმატებით შეეძლება მუშაობა.












კომენტარის დამატება