რუსეთი-ხორვატიის მატჩს ბათუმში დაპირისპირება და ქართველი გოგონას პოლიციაში გადაყვანა მოჰყვა

პირადი ცხოვრება 09-ივლ, 11:369 Sportnews 2056 0






რუსეთი-ხორვატიის მატჩს ბათუმში დაპირისპირება და ქართველი გოგონას პოლიციაში გადაყვანა მოჰყვა


როგორც მოგეხსენებათ მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ერთმანეთს ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებები შეხვდნენ.

როგორც აღმოჩნდა აღნიშნულ მატჩს მსოფლიოს მაშტაბით და მათ შორის საქართველოშიც დაპირისპირება მოჰყვა.

ბათუმში ქართველმა გოგონამ რუსეთის დროშის ფრიალი გააპროტესტა, რასაც ინციდენტი მოჰყვა.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად.

რუსეთი-ხორვატიის მატჩს ვუყურებდი ბათუმში, ანბანის კოშკთან ახლოს, დიდ ეკრანზე. ცხადია იქ იმიტომ მივედი, რომ ხორვატიისთვის მეგულშემატკივრა და ემოციები ღიად გამომეხატა. რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე ზუსტად ჩემს წინ აფრიალებდა რუსულ დროშას, რაც გავაპროტესტე. როცა ხორვატიამ გაიტანა გოლი, მას უფრო მივუახლოვდი და მისთვის კარგად გასაგონად, ხმამაღლა ვყვიროდი, “Go Croatia, fuck off Russia! რაზეც მომიბრუნდა, რატომ ჩამყვირიო. შემდეგ ჩვენს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, მე ვაპროტესტებდი რუსეთის დროშის ფრიალს. “My country is occupied by your fucking country, so go, and wave your flag in Russia-მეთქი. ქალბატონმა 112-ს დაურეკა, მცემენო. პოლიცია მოვიდა. წაგვიყვანეს ყველა პოლიციის განყოფილებაში. მე გამომყვა მხოლოდ ორი მოწმე, (უღრმესი მადლობა მათ მხარდაჭერისთვის). ქართველები, სხვები გაიძურწნენ. სამაგიეროდ, რუსი გოგოს საგულშემატკივროდ მოვიდნენ ქართველი ბიჭები. გამოკითხვისას როგორც გავიგე, რუსი იძახდა ფიზიკურად შემეხოო (იტყუება) და ოკუპანტი მიწოდაო. ჩემი მოწმეები დილის 7 საათზე გამოკითხეს. მე არ მყავდა ადვოკატი. განყოფილებაში მოვიდნენ TI Georgiaსა ( Malkhaz Chkadua <3) და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. გავიარე კონსულტაცია იურისტებთან და ჩემი გამოკითხვა გადაიდო ორშაბათამდე. ჯერჯერობით ველოდები გამოძიების შედეგებს. როგორც პოლიციელები მეუბნებოდნენ, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით მიმდინარეობს.-წერს ეკა ჭითანავა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018