Image

მარია შარაპოვამ ახსნა თუ რატომ დაიწყო დარტყმის დროს კვნესა და ყვირილი

პირადი ცხოვრება 16-დეკ, 17:329 Sportnews 4124
image



















გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს მარია შარაპოვას ავტობიოგრაფიული წიგნიდან, სადაც ის გვითხრობს თუ რატომ დაიწყო დარტყმის დროს კვენასა და ყვირილი.

-დავიწყე ტურნირებზე გამოსვლა და სწრაფად გავხდი ფლორიდაში მეხუთე ნომერი ათ წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. და გამომიმუშავდა ხასიათი, რომელიც ჩემი თამაშის განუყოფელი ნაწილი გახდა, დარტყმისას დავიწყე კვნესა და ყვირილი. უკვე მაშინ ვცდილობდი განსაკუთრებული ვყოფილიყავი. არანაირი ემოცია, არანაირი შიში. ყინული. არ ვმეგობრობდი სხვა გოგონებთან, რადგან ამით უფრო რბილი გავხდებოდი და ჩემი დამარცხება უფრო იოლი გახდებოდა. ისინი შეიძლება საუკეთესო მეგობრები ყოფილიყვნენ მსოფლიოში, მაგრამ მე არ მინდოდა ამის შესახებ რაიმე მცოდნოდა. ეს იყო ჩემი არჩევანი. მიმაჩნდა, რომ მოგვიანებით დავმეგობრდებოდით, როცა მე წავიდოდი ან ისინი წავიდოდნენ, როცა ასაკი მოგვემატებოდა და თამაში მოგვბეზრდებოდა. მაგრამ არა ახლა. ეს ჩემი ხასიათია - ეს ჩემი ყველაზე დიდი უპირატესობაა. რატომ უნდა დავნებდე? ჯერ კიდევ იქამდე, სანამ კორტზე გავალ, ზოგიერთი ჩემი მეტოქე უკვე შეშინებულია. მე ამას ვგრძნობ. მათ იციან, რომ ძლიერი მოთამაშე ვარ. მე არ მაინტერესებს მეგობრობა ბრძოლის ველზე. - წერს შარაპოვა.

მომზადებულია ყოველდღიური გამოცემა Lelo.Ge-ს მიხედვით

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (318)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა