დღის ახალი ამბები

რეალის ფეხბურთელები 16 წლის გოგონას ინტიმური ვიდეოს გავრცელების გამო დააკავეს

რეალის ფეხბურთელები 16 წლის გოგონას ინტიმური ვიდეოს გავრცელების გამო დააკავეს
15-09-2023, 11:20

ესპანურმა პოლიციამ მადრიდის რეალის ოთხი ფეხბურთელი არასრულწლოვანი გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავა. ფეხბურთელები 16 წლის გოგონას ინტიმური შინაარსის კადრებს whatsapp-ში მეგობრებს უგზავნიდნენ.

ოთხიდან ერთი ფეხბურთელი მადრიდელთა მეორე გუნდში, კასტილიაში თამაშობს, ხოლო სამი რეალის C გუნდში ირიცხება. ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება რეალმაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფეხბურთელებმა whatsapp-ში ერთ-ერთ გოგონას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს.

კლუბი გამოძიების დასრულებას დაელოდება და ამ მოთამაშეებზე გადაწყვეტილებას შემდგომში მიიღებს. შესაძლოა, ოთხივე მათგანი გუნდიდან მოკვეთონ.
დაკავებული ფეხბურთელები მოგვიანებით თავდებით გაათავისუფლეს, პოლიცია კი გამოძიებას აგრძელებს. როგორც ესპანურ პრესაში ვკითხულობთ, შესაძლოა, საქმეში სხვა ფეხბურთელებიც ფიგურირებდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წყარო: europop.ge/




გაზიარება
მოინახულეს 452-ჯერ
კომენტარები
რეკლამა