Image

რაულის მზრუნველი ცოლი მამენ სენსი

პირადი ცხოვრება 31-ივლ, 22:379 Sportnews 2606


















სრული სახელი: მარია დელ კარმენ რედონდო სენსი
დაბადების თარიღი: 1976 წლის 23 ივნისი
დაბადების ადგილი: ესპანეთი, მადრიდი
სიმაღლე: 1. 79 სმ
პარამეტრები: 90-61-90
თვალის ფერი: მუქი ყავისფერი
თმის ფერი: შავი
არის: გერმანული “შალკე 04”-ის ესპანელი ფეხბურთელის რაულ გონსალეს ბლანკოს მეუღლე, წარმატებული მოდელი. 1997 წელს მან მომაწილეობა მიიღო სუპერ მოდელთა კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. სამოდელო სფეროში მამენს ნამუშევარი აქვს არაერთ მსხვილ სამოდელო სააგენტოსთან.

გზა რაულამდე
მარია დელ კარმენ რედონდო სენზ ან უბრალოდ მამენ სენზი მადრიდში დაიბადა. ზოგის თქმით ის, მადრიდის “რეალის” ყოფილი პრეზიდენტის ლორენცო სენზის ქალიშვილია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. (ლორენცოს ქალიშვილი მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მცველის მიჩელ სალგადოს ცოლია). მამენი წლების განმავლობაში არაერთ წამყვან სამოდელო ბრენდთან თანამშრომლობდა. მიიჩნევენ, რომ ის კლასიკური სტილის მქონე მოდელთა შორისაა. სამოდელო საქმიანობის გარდა საიუველირო ბიზნესშიც სცადა ბედი და საკმაოდ წარმატებითაც. საინტერესოა ისიც, რომ გასულ წელს მამენმა მადრიდის კამილო ხოსე სახელობის უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული გაანთლების ფაკულტეტი დაამთავრა.

ეს იყო მადრიდში
1997 წელს "რეალის" ამომავალმა ვარსკვლავმა რაულ გონსალეს ბლანკომ ბარში მომუშავე შესანიშნავი შესახედაობის ახალგაზრდა გოგონა გაიცნო. მამენი სამოდელო კარიერას ბარში მუშაობასაც უთავსებდა და აქვე გამომუშავებული ხელფასით თავს ირჩენდა. ოფიციანტის სამოსში გამოწყობილმა მამენმა რაულიც მოხიბლა და თავადაც მოიხიბლა. მამენის გამოჩენით წყვილის გეგმებიც აირია და რაულმა მეგობარი გოგონა მიატოვა.

ხუთი ბავშვი
რაულისა და მამენის ურთიერთობა 1999 წლის პირველ ივლისს საქორწინო მარშით დაგვირგვინდა. ქორწილი მადრიდში, ვილა ფრანკა დელ კასტილოში გადაიხადეს. მათ 5 შვილი ყავს - პირველი ვაჟი ჯორჯი 2000 წლის 25 თებერვალს, მეორე ვაჟი ჰუგო 2002 წლის 20 ნოემბერს შეეძინათ, მოგვიანებით მათ ოჯახს ტყუპი ვაჟები შეემატნენ. 2005 წლის 17 ნოემბრეს მატეო და ჰექტორი, ხოლო მათი ქალიშვილი მარია 2009 წლის 4 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას.

მამენი ვიკის წინააღმდეგ
2003 წელს მადრიდის “რეალი” ვარსკვლავებით გადავსებულ გალაქტიკოს წარმოადგენდა. "რეალის" ფეხბურთელებს ერთმანეთში შესაძლოა იდიალური ურთეირთობა ჰქონდათ, მაგრამ მათი ცოლები ერთურთს ნამდვილად არ წყალობდნენ. მას შემდეგ, რაც დევიდ ბექჰემი სათამაშოდ “რეალში” გადავიდა, მამენსა და ვიქტორია ბექჰემის ურთიერთობა კონფლიქტით დაიწყო. იმ პერიოდში ვიკი სამოდელო ბიზნესში აპირებდა აქტიურად ჩართვას, რაც მამენმა გააკრიტიკა და მის წინააღმდეგ გაილაშქრა. საბედნიეროდ, კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არ გადაზრდილა.

მზრუნველი მამა
ხუთი შვილის აღზრას ოჯახი ღირსეულად ართმევს თავს. რაული ცოლ-შვილისადმი უზომო სიყვარულს არც მოედანზე ივიწყებს და ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ჩვეულ რიტუალს ასრულებს - მეუღლის საპატივცემულოდ საქორწინო ბეჭედს კოცნის. 4 ვაჟის მამას საამაყოდ საქმე ნამდვიად აქვს. ესპანელ ჟურნალისტებს მამენმა ბავშვების სამომავლო სურვილები გაუმხილა. აღმოჩნა, რომ ბიჭებს მამის მსგავსად დიდი ფეხბურთის თამაში სურთ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბლანკოების ოჯახიდან სამომავლოდ ესპანურ ფეხბურთს კიდევ ოთხი ფეხბურთელი შეემატება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
gvelesa 2 აგვისტო 2011 00:20
რას გავს ეს გოგო ამას ეიფელის კოშკიდან არ დავანახვებ : D
Richie 1 აგვისტო 2011 10:32
რაულიტო,
ააა გასაგებია
Sportnews 31 ივლისი 2011 23:39
RichIe_blacKburen,
როგორც მე ვიცი რაულს უნდოდა , რომ გოგო ჰყოლოდა და მხოლოდ მეხუთე ეყოლა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 31 ივლისი 2011 22:51
რა ამბავია 5 შვილი რა იყოთ ბლანკოსებს გვარის გამგრძელებელი არ ყავთ? wink
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა