აირჩიეთ გუნდი:

ვისთან ღალატობს კრიშტიანო რონალდო ირინა შეიკს



პორტუგალიელმა ფებურთელმა კრიშტიანო რონალდომ რუს საცოლეს, ირინა შეიკს ბავშვობის მეგობართან უღალატა. ფეხბურთელი პორტუგალიელ მსახიობ რიტა პერეირასთან პაემანზე გამოიჭირეს. პერეირა რონალდოს დიდი ხნის მეგობარია.

ფეხბურთელისა და მსახიობის პაემანი პორტუგალიის სამხრეთით, რონალდოს კუთვნილ ღამის კლუბ Seven-ში, პანამისა და პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის შემდეგ შედგა.

30 წლის პერეირამ, რომლის ფოტოც ცოტა ხნის წინ ჟურნალ Playboy-ის ერთ-ერთი ნომრის გარეკანს ამშვენებდა, 27 წლის თავდამსხმელთან ერთად მთელი ღამე კლუბში გაატარა.

ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ და თბილად საუბრობდნენ. კლუბი კრიშტიანომ და რიტამ ერთად დატოვეს.

რიტა პერეირა რონალდოს დების - ელმასა და ლილიანას ახლო მეგობარია, ასევე რონალდოს დედის, მარია დოლორესის რჩეული. ფეხბურთელის რუს საცოლესთან მომავალ დედამთილს დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ოჯახთან დაახლოებულ პირთა ინფორმაციით, მარიას ურჩევნია, შეიკის ადგილზე პერეირა იხილოს.

26 წლის ირინა შეიკი ამჟამად სამშობლოში იმყოფება და სატელევიზიო დებიუტისთვის ემზადება. პოდიუმის ვარსკვლავმა პოპულარული პროექტის "ტოპ-მოდელი რუსულად" წამყვანის როლი მოირგო.

წყარო: ambebi.ge  

0

3460
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.