რაგბი / რაგბის მსოფლიო თასი
"ჩვენმა გუნდმა 200% გააკეთა ჩვენი პატარა სამშობლოსთვის" - მამუკა გორგოძის ინტერვიუ თამაშის შემდეგ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე C ჯგუფის პირველი შეხვედრა ტონგას ნაკრებთან ისტორიული გამარჯვებით დაასრულა.

"ბორჯღალოსნებმა" ტონგა ინგლისის ქალაქ გლოჩესტერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" ანგარიშით 17:10 დაამარცხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა კაპიტანი მამუკა გორგოძე დასახელდა, რომელმაც ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბარში თამაშს უმნიშვნელოვანესი უწოდა. "ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ჩემი, საქართველოს ნაკრების კარიერაში, ქართული რაგბის ისტორიაში. ჩემმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა 200% გააკეთა ჩვენი სამშობლოსთვის, პატარა საქართველოსთვის. ეს სენსაციაა ჩვენთვის, რადგან ტონგა ძლიერი გუნდია. დიდი მომზადების, დიდი გულის წყალობით ჩვენ მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დიდი გული გვაქვს, ამიტომ, უამრავი ქართველი, ვინც ინგლისში ცხოვრობს, მოვიდა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა" - აღნიშნა "გორგოძილამ" საუბრისას.








კომენტარის დამატება