Image

"საქართველო ნამდვილად იმსახურებს ექვს ერში ასპარეზობას"

რაგბი 24-ნოე, 13:579 Sportnews 5399


















შაბათს "მიხეილ მესხის" სტადიონზე ერთმანეთს საქართველოს რაგბის ნაკრები და "აშშ-ს" ნაკრები დაუპირისპირდებიან, შეხვედრის წინ დადებითი კომენტარები არ დაიშურა ჩვენი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა დეივ ჰუიტმა.

„ძალიან მძიმე ფიზიკური დაპირისპირება იქნება. ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვართ ვიდრე ივნისში, რადგან რამდენიმე ახალი მორაგბე დაგვემატა.

რაც შეეხება საქართველოს, თქვენი გუნდი ბოლო სამ წელიწადში განსაკუთრებულად განვითარდა. თქვენ ძლიერი ფორვარდები და გაუმჯობესებული უკანა ხაზი გყავთ, თუმცა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ. ვნახე ბოლო მატჩი უელსთან და ის, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს ნაკრებმა მეტოქე.

თქვენს გუნდს 6 ერში თამაშის სურვილი აქვს და მინდა გითხრათ რომ ნამდვილად იმსახურებთ ამ ტურნირში ასპარეზობას. ჩვენ დიდი პატივისცემით ვართ განწყობილნი საქართველოს ნაკრების მიმართ“
- აცხადევს "აშშ-ს" ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა