ქართული რაგბის მორიგი წარმატება და აღიარება მსოფლიო მაშტაბით

რაგბი 28-ნოე, 23:189 Sportnews 7246 0





მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბილ ბომონტმა და მთავარმა ექიმმა მარტინ რაფტერმა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მოთამაშეთა უსაფართხოებისა და სამედიცინო მომსახურების საუკეთესოდ ორგანიზებისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა.

მსოფლიო რაგბის სამედიცინო კონფერენცია ლონდონში გაიმართა და მას ყველა მოწინავე სარაგბო ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, ან მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი ესწრებოდა.

მათ შორის იყო საქართველოს რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამების კოორდინატორი, ვეტერანი ბორჯღალოსანიც.

წყარო: imedinews.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა