ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან ვარჯიშით აღფრთოვანებულია!

რაგბი / ქართული რაგბი 18-თებ, 10:379 Sportnews 1881 0





ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბორჯღალოსნებთან ვარჯიშით აღფრთოვანებულია!


BBC 5-თან საუბარში ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა ვარჯიშს შესანიშნავი უწოდა და თქვა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც ინგლისს სჭირდებოდა.

“პირველი ნაწილი მათ მოიგეს, ბოლო ნაწილი კი ალბათ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ასე რომ ეს რომ კრივი ყოფილიყო ვიტყოდი, რომ ფრედ დასრულდა.

ქართველებს შეკრინების საკმაოდ უნიკალური მეთოდით აქვთ, ზეწოლის განხორციელება ფეხის განძრევის გარეშე შეუძლიათ. ამიტომ ჩვენმა წინახაზელებმა დღეს, ამ ვარჯიშით ბევრი ისწავლეს . ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო“
- განაცხადა ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა BBC 5 Live -ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ინგლისისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ვარჯიში ბელგიასთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა, რომელშიც ქართველებმა მეტოქე 47:0 დაამარცხეს, გუშინ კი ჩვენმა ბიჭებმა გერმანიის ნაკრებს აჯობეს 64:0.

საქართველოს ნაკრებთან ორ თამაშში ერთი ქულის მოპოვებაც ვერ შეძლეს გერმანიისა და ბელგიის ნაკრებმა, ბოლო 2 შეხვედრაში ჩვენი ნაკრების ბალანსი 111:0 არის, რაც ფანტასტიკური მაჩვენებელია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა