რას წერენ რაგბის ქომაგები რუსეთ–საქართველოს მატჩამდე?...

რაგბი 10-მარ, 00:319 Sportnews 1868 0





როგორც იცით, 10 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის მეოთხე ტურის მატჩს კრასნოდარში, რუსეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მილტონ ჰეიგის გუნდი პირველ ადგილს იკავებს და სამი გამარჯვებით (ბელგიის, ესპანეთის და გერმანიის წინააღმდეგ), ტურნირის უპირობო ლიდერია. რაც შეეხება რუსეთს, ისინი მე–4 ადგილზე არიან და წინა სამი ტურიდან მხოლოდ ერთში გაიმარჯვეს (ბელგიის წინააღმდეგ).

სტატისტიკურად რუსეთს ვეთამაშებით 1993 წლიდან. მათ პოლონეთში პირველი თამაში მოგვიგეს, ხოლო შემდეგ კი 19–ჯერ დავამარცხეთ და ერთხელაც (2002 წლის 3 მარტი) ფრე დავამთავრეთ. ამ 21 რკენის ჯამური ანგარიშია 528:245, ხოლო ლელოთა ფარდობა 59/16.

ლოგიკურია აღნიშნულ მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ამიტომაც სოციალურ ქსელში არსებულ კომენტარებს გთავაზობთ:

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, Rugby Europe–ზე დადებული პოსტის თითქმის ყველა კომენტარი ქართველებს ეკუთვნით. ასევე წერენ რუმინელი ქომაგები: "მე ქართველების იმედი მაქვს! პატივისცემა რუმინეთიდან!". ბელგიურ სპორტულ გვერდებზე კი მსგავსი შინაარსის კომენტარები დაიდო: "რუსეთს არანაირი შანსი არ აქვს", "რათქმაუნდა ქართველები მოიგებენ" და ა.შ.

რაც შეეხება თავად რუსულ სპორტულ გვერდს Rugby Union of Russia, აქაც ქართველების აქტიურობა იგრძნობა: "მზად ხართ ბიჭებო?!", წერენ კომენტარებში.

ერთი სიტყვით, ინტერნეტ სივრცეში საქართველოს ნაკრებს, ძალიან დიდი მხარდაჭერით შეხვდნენ. როგორც მოგახსენეთ თამაში 10 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა