სასიხარულო ინფორმაცია რაგბის გულშემატკივრებისთვის !

რაგბი 09-მაი, 18:569 Sportsman 1583 0






სასიხარულო ინფორმაცია რაგბის გულშემატკივრებისთვის !


შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს საქართველოში ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის დიდი ექვსეულის გუნდთან ტესტ-მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში პირველად გამართავენ.

შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაიმართება. სერია ორი მატჩისგან შედგება. მილტონ ჰეიგის გუნდი შოტლანდიას 24 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ სარაგბო არენაზე „მარიფილზე“ შეხვდება.

საქართველო შოტლანდიას პირველად 2011 წლის მსოფლიო თასზე, ახალ ზელანდიაში ეთამაშა და ლელო არ გაუშვა, თუმცა გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 15:6. ორი წლის წინ კი შოტლანდიელებს ქალაქ კილმარნოკში ორი ლელო გავუტანეთ, მაგრამ გამარჯვება ამ შემთხვევაშიც მასპინძლებს დარჩათ – 43:16.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018