ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რაგბი 30-მაი, 18:149 Sportnews 217 0






ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


თბილისის შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე კომპანია „ლიდერბეთსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
კომპანია „ლიდერბეთი“ სრკ-ს პარტნიორი და საქართველოს დიდი 10-ის პირველი და მეორე ლიგის გენერალური სპონსორი გახდა. თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეების წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს.

„"ლიდერბეთის" სახით რაგბის კავშირმა მორიგი სპონსორი შეიძინა. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან სპონსორობის ფარგლები ეროვნულ ნაკრებს გასცდა და დიდი 10-ს პირველ და მეორე ლიგებზე გავრცელდა. სასიამოვნოა, რომ ქართული ბიზნესი სულ უფრო მეტ ყურადღებას იჩენს ქართული რაგბის მიმართ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რაგბში ჩართულობაა, რაც სტაბილურობის შეგრძნებასა და განცდას გვაძლევს, სტაბილურობა კი თავისმხრივ წარმატების საფუძველია. მადლობა "ლიდერბეთს“.- საქართველოს რაგბის კავშირის პრზეიდენტი გოჩა სვანიძე.

დღევანდელ მნიშვნელოვან ნაბიჯს „ლიდერბეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო სარალიძე აფასებს.

„ჩვენსა და რაგბის კავშირის შორის მოლაპარაკება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, ის დღეს დასრულდა და ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. თანამშრომლობის პირობების თანახმად, "ლიდერბეთი" საქართველოს დიდი ათის პირველი და მეორე ლიგების და რეგიონალური ლიგების (გენერალური) სპონსორი გახდა. აღნიშნული თანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო დიდი მხარდაჭერა გამოვხატოთ რაგბის კავშირის მიმართ და მეტი წვლილი შევიტანოთ რაგბის განვითარებაში. "ლიდერბეთი" ყოველთვის იყო და არის ქართული სპორტის მხარდამჭერი და მომავალშიც გააგრძელებს ამ გზით საქმიანობას“.-განაცახადა სარალიძემ.

გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დღეს კავშირის მარკეტინგის დეპარტამენტსის ხელმძღვანელმა მიხეილ ხარატმაც ისაუბრა: „კერძო ბიზნესს რაგბის განვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. "ლიდერბეთი" ზუსტად იმ ფუნდამენტალურ სეგმენტში ჩაერთო, რომელიც მომავალში ეროვნულ ნაკრებს ქმნის. ეს პირველი, მეორე და რეგიონალური ლიგებია. რა თქმა უდნა, შესაძლებელია ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წელიწადის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განვახორციელოთ. ეს სწორედ ის საფუძველია, რომელიც მომავალში ჩვენს წარმატებას განაპირობებს“ .

ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


ლიდერბეთსა და რაგბის კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018