Image

პორტუგალია-საქართველო 26 თებერვალს გაიმართება

რაგბი 25-თებ, 19:569 Sportnews 2067


















6 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „ერთა თასის" მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს ლისაბონში ეთამაშება. რიჩი დიქსონის გუნდს ტრავმების გამო, უკრაინასთან და ესპანეთთან ჩატარებული შეხვედრების მსგავსად, ამჯერადაც რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა. საქართველო - პორტუგალიის მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებელი გადმოსცემს. შეხვედრის მთავარი მსაჯი იტალიელი კლაუდიო პასაკანტანდო იქნება.

სატურნირო თვასაზრისით ეს შეხვედრა ცენტრალურია, რადგან განვლილ ორ ტურში პორტუგალიამაც და საქართველომაც გამარჯვებები მოიპოვეს. საინტერესოა, რომ „ბორჯღალოსანთა" მომავალმა მეტოქემ ორი ურთულესი შეხვედრა მოიგო - ჯერ ლისაბონში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა, მერე კი სტუმრად სოჭში რუსეთის ნაკრებს აჯობა.

ასე რომ, დიქსონის გუნდს ლისაბონში სერიოზული ბრძოლა მოუწევს. შოტლანდიელი სპეციალისტი და მისი სამწვრთნელო შტაბი კი მოთამაშეთა შერჩევას და შემადგენლობაში ექსპერიმენტების ჩატარებას განაგრძობენ, რადგან „ერთა თასის" მატჩებს ამჯერად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს - ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასისთვის მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა უნდა შეირჩეს. 


ამ დრომდე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები, ერთმანეთს 14-ჯერ შეხვედრიან. 8 მატჩი "ბორჯღალოსანთა" გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ პორტუგალიელებმა იმარჯვეს, ხოლო ორი დაპირისპირება ფრედ დამთავრდა.


 
ევროპის 2011-2012 წლების ერთა თასი. პირველი წრე. III ტური. 26 თებერვალი.
ლისაბონი. "სტადიო უნივერსიტარიო". 19:00 საათი (თბილისის დრო)



პორტუგალია - საქართველო

პორტუგალია: 15. ენტონიუ ეგილარი, 14. გონსელუ ფორუ, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. პედრუ სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრუ ლეალი; 8. ტიეგუ ჟირეუ, 7. ჟიულიან ბარდი, 6. ვეშკუ უვე, 5. გონსელუ უვა, 4. ჟუან სევერიანუ, 3, კრიშტიან სპეშუკი, 2. ჟოაუ კორეია (კაპ.), 1. ჟუან მურე.

სათადარიგოები: 16. ლიონელ კონპერნი, 17. ენთონი ელვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლერუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრუ კებრალი, 22. ფრენსიშკუ მირა.

მწვრთნელი: ეროლ ბრეინი (ახალი ზელანდია)

საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), 14. ირაკლი მაჩხანელი ("მაკონი", საფრანგეთი), 13. დავით კაჭარავა ("ნიცა", საფრანგეთი), 12. თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), 11. ლექსო გუგავა ("ლელო", თბილისი), 10. ლაშა მალაღურაძე ("ბეზიე", საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (კაპ.) ("ოსერი", საფრანგეთი), 8. მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), 7. შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), 6. სიმონ მაისურაძე ("ვილერბანი", საფრანგეთი), 5. ვახტანგ მაისურაძე ("სენ ნაზარი", საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი), 3. დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), 2. აქვსენტი გიორგაძე ("კასტრი", საფრანგეთი), 1. დავით ხინჩაგიშვილი ("ბრივი", საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი ("სტიაუა", რუმინეთი), 17. გოდერძი შველიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), 18. გიორგი ჩხაიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), 19. ვიქტორ კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), 20. ბიძინა სამხარაძე ("სტიაუა", რუმინეთი), 21. ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), 22. მერაბ კვირიკაშვილი ("ფიჟაკი", საფრანგეთი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ დიქსონი (შოტლანდია)
მსაჯ: კლაუდიო პასაკანტანდო (იტალია)

 
რუმინეთი - რუსეთი
ესპანეთი - უკრაინა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 25 თებერვალი 2011 19:57
უეჭველი მოვიგებთ და თან ისე რომ ბონუს ქულასაც ავიღებთ , 2 ტურის შემდეგ 2 ქულით ვუსწრებთ პორტუგალიას და ეხლა მეორე ადგილოსან მინიმუმ 5 ქულით მაინც გავასწრებთ მეტით თუ არა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა