საქართველო-რუმინეთი სეზონის ბოლო საშინაო მატჩი

რაგბი 05-მარ, 14:379 admin 2948 0






12 მარტს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთს მიხეილ მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე დაუპირისპირდება.

მატჩი მეტად პრინციპულია - “ბორჯღალოსნები” მოგებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამენ ერთა თასის “დიდი სლემით” დასრულებისკენ 19 მარტის გასვლითი მატჩი რუსებთან, რომელიც სოჭში ჩატარდება, ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო დაპირისპირება იქნება ჩვენთვის.

ქართველ მორაგბეებს რევანში აქვთ ასაღები - გასულ სეზონზე, რუმინელებთან მარცხმა ერთა თასი დაგვაკარგინა. ამას გარდა, გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ 2002 წლიდან, რუმინელებთან ყოველი ჩვენი შხვედრის დროს, ( გარდა მსოფლიო თასის მატჩებისა) თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი . ასე, რომ 12 მარტის მატჩის მოგებით, ანთიმოზ ივერიელის თასსაც ვბრუნებთ და სოჭის მატჩამდე, ანუ ტურნირის დასრულებმდე ერთი ტურით ადრე,თითქმის გარანტირებულად, 2011 წლის ევროპის ერთა თასის მფლობელებიც ვხვდებით.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: საქართველოს ნაკრებისთვის რუმინეთთან დაპირისპირება ამ სეზონის ბოლო საშინაო მატჩია: ქართული რაგბის ქომაგებს შანსი ეძლევათ წლეულს ბოლოჯერ, ჩვეული ომახიანობით უგულშემატკივრონ “ბორჯღალოსნებს”, რომელბიც ერთი კვირის თავზე, სოჭში რუსებს დაუპირსპირდებიან, ხოლო სექტემბერ - ოქტომბერში კი მსოფლიო თასის ფინალუ ეტაპზე იასპარეზებენ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018