Image

ქართველი მორაგბეები ბრიტანეთის არმიის ნაკრებს დაუპირსპირდებიან

რაგბი 23-მარ, 14:329 admin 2147


















23 მარტს თხუთმეტი ქართველი მორაგბე ინგლისში Kingsholm Stadium-ზე ბრიტანეთის არმიის მორაგბეთა გუნდს დაუპირსირდება. ბრიტანეთში საქართველოს A ნაკრებს უნდა ეთამაშა, რომელიც ორი წლის წინათ დაარსდა, თუმცა ლევან მაისაშვილმა სასურველი მოთამაშეების შეგროვება ვერ მოახერხა, ამიტომ გუნდმა "მომავლის საქართველო" დაირქვა და ბრიტანეთშიც ამ სახელით ითამაშებს.

ქართველთა მეტოქე სერიოზულ ძალას წარმოადგენს და ამ მატჩსაც მოუთმენლად ელიან, რადგან უკვე ექვსი წელია, რაც საერთაშორისო შეხვედრა არ გაუმართავთ. ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა ენდი სანგერმა ქართველთა დასახვედრად უძლიერესი შემადგენლობა დარაზმა და ტრიბუნების მხარდაჭერის იმედიც გამოთქვა. "მომავლის საქართველო" ინგლისში 19 მარტს, გამთენიისას გაემგზავრა და ქალაქ ჩელტენჰემთან მდებარე ჰართპულის კოლეჯის ბაზაზე დაბინავდა.

გუნდს მოგვიანებით შეუერთდნენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად სოჭში მოთამაშე ვიტო კოლელიშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე და ჯაბა ბრეგვაძე. თამაში ადგილობრივი დროით 19:45 საათზე იწყება და ბილეთის ფასი 3-10 გირვანქაა. მატჩის შემდეგ ქართველი მორაგბეები ვარჯიშს განაგრძობენ და 28 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის ნაკრებს "იფლეი როადზე" ეთამაშებიან.

საქართველო XV: გელა შალამბერიძე ("აია", ქუთაისი), ლაშა აზალაძე ("ლელო", თბილისი), ლაშა თავართქილაძე ("ფარული", რუმინეთი), ზვიად მაისურაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი კაჭარავა ("ლელო", თბილისი), ირაკლი ღვინჯილია ("ლოკომოტივი", თბილისი), გიორგი ჯიმშელაძე ("კლერმონი", საფრანგეთი), გიორგი შკინინი ("ხულიგანა", თბილისი), კარლენ ასეიშვილი ("ორტეზი", საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე ("არმია", გორი), რეზო ბელქანია ("ლასეინი", საფრანგეთი), გიორგი მენაბდიშვილი ("გრენობლი", საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), რევაზ გიგაური ("ფიჟაკი", საფრანგეთი), ირაკლი ჩხიკვაძე ("აია", ქუთაისი), ელიზბარ ყუფარაძე ("მონლუსონი", საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი ("ბეზიე", საფრანგეთი), ბაჩუკი გუჯარაიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), სანდრო ნიჟარაძე ("ვისოლი-ყოჩები", თბილისი), გოდერძი ჯოგლიძე ("ლელო", თბილისი), გიგა კორკელია ("ლელო", თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), დავით დაუშვილი ("ლელო", თბილისი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი
მწვრთნელი: ნიკოლოზ ჭავჭავაძე
მენეჯერი: დავით ჯალაღონია
ექიმები: რევაზ ჭუმბურიძე, შაჰინ აივაზოვი
ვიდეო ანალიტიკოსი: დავით რამიშვილი

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (262)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა