Image

მამუკა გოროძე ფრანგულმა ჟურნალმა Lequipe საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ დაასახელა

რაგბი 14-ივნ, 18:159 Sportnews 1871


ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა Lequipe-მა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გასული სეზონი შეაჯამა და რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებული დაასახელა.

სასიხარულოა, რომ ფრანგების რჩეულთა რიცხვში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გორგოძეც მოხვდა. მსოფლიო დონის მორაგბეებთან ჭიდილში, "მონპელიეს" ლეგიონერი ფრანგული პირველობის საუკეთესო უცხოელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი, "მონპელიესვე" დამრიგებელი ფაბიენ გალტიე გახდა, ტოპ-14-ის საუკეთესო მორაგბედ - "ტულუზას" წევრი უილიამ სერვა აღიარეს, საუკეთესო ახალგაზრდად კი - ასევე ტულუზელი ჟან-მარკ დუსაინი. საუკეთესო ლელოს ავტორად "კლერმონის" მორაგბე ვინსენ დებატი დასახელდა, რომელმაც თავი "სტად ფრანსესთან" მე-11 ტურის მატჩში გამიოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გამარჯვებული "ტულუზა" გახდა, რომელმაც არაერთი სენსაციის შემოქმედი "მონპელიე" ფინალური მატჩის ბოლო წუთებზეღა "გატეხა" და 15:10 დაამარცხეს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Eke 14 ივნისი 2011 18:24
გორგოძეა და მიტოოო ;*
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (352)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა