Image

მინისტრმა გორგოძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა

რაგბი 09-ივლ, 22:009 Eke 4749


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გორგოძე სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. რაინდის წოდება და შესაბამისი მედალიონი ვარძელაშვილმა გორგოძეს 8 ივლისს "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე გამართულ ეროვნული გუნდის ღია ვარჯიშზე პირადად გადასცა.

მინისტრი მოადგილე დავით ნამგალაურთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტ - გია ნიჟრაძესთან ერთად ეროვნული გუნდის ვარჟიშსაც დაესწრო. გორგოძისთვის სპორტის რაინდის წოდების ოფიციალურად მინიჭებამდე, მინისტრმა მორაგბეებს შემდეგი სიტყვით მიმართა: "თქვენ ახლა მსოფლიო თასისთვის ემზადებით და მწამს, იქ მაქსიმუმს გააკეთებთ, რათა თქვენი ქვეყანა ასახელოთ. პირადად მე, თქვენთვის, მინისტრის გარდა, ყველაფერი ვარ, მეგობრად მიგულეთ და ვეცდები, ნებისმიერი პრობლემა უმოკლეს დროში მოგიგვაროთ. გორგოძე საფრანგეთის ელიტარული დივიზიონის საუკეთესო ლეგიონერი გახდა და მას სპორტში უმაღლეს ჯილდოს, სპორტის რაინდის წოდებას ვანიჭებთ. მწამს, ამ ჯილდოს ყველა თქვენთაგანი სულ მალე დაიმსახურებს".

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სარაგბო ბაზა "შევარდენზე" 18 ივლისამდე ფიზმომზადების კურსს გაივლის. 18 ივლისს კი გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და თვენახევრის განმავლობაში მოემზადება. ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნები" სწორედ საფრანგეთიდან ჩავლენ


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (145)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]