Image

17-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა

რაგბი 04-ნოე, 23:589 Sportnews 2144


















4 ნოემბერს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში 17-წლამდელ მორაგბეთა შორის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს ნაკრები გახდა.

პატარა „ბორჯღალოსნებმა" ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 24:3 დაამარცხეს და გაისად გასამრთი 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპირველობის საგზური დაისაკუთრეს, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა ელიტარულ ნაკრებებთან ერთად მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩამდე ქართველმა მორაგბეებმა რუმინელ და ბელგიელ თანატოლებს სძლიეს. ელიტაში თამაშის უფლება კი საქართველოს დარად ფინალისტმა პორტუგალიამაც მოიპოვა.

ცნობილია უმცროსი "ბორჯღალოსნების" საგაისო მეტოქეები - ევროპის ჩემპიონატზე ქართველებს ჯგუფში ინგლისის, უელსის და იტალიის 18-წლამდელებთან მოუწევთ შეხვედრა. მეორე ჯგუფში ითამაშებენ ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და ქართველებისგან ძლეული პორტუგალია.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Laash. 24 დეკემბერი 2011 00:45
გილოცავთ ყველა რაგბის მოყვარულს !!
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა