Image

დღეს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ჩამოვა

რაგბი 20-იან, 10:229 Sportnews 2277


ახალზელანდიელი სპეციალისტები 2 წლიან სამუშაო კონტრაქტს გააფორმებენ დამატებით 2 წლიანი გაგრძელების შესაძლებლობით.

მთავარი მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი მთელ წელს დაჰყოფს საქართველოში., მარტში, თბილისში მისი ოჯახის წევრებიც ჩამოვლენ.

შერკინების მწვრთნელი, კრის გიბსი წლეულს, საქართველოში 7 თვეს დაჰყოფს. „ვაიკატოსთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კი, 2013 წლიდან საქართველოში ერთ წელს იმუშავებს.

მწვრთნელები ევროპის ერთ თასის სამზადისს 30 იანვრიდან შეუდგებიან.
„ბორჯღალოსნებს პირველი თამაში 4 თებერვალს, უკრაინასთან დნეპროპეტროვსკში ელით, შემდეგი შეხვედრა - მადრიდში, ესპანელი „ლომების“ წინააღმდეგ. პორტუგალიელებს 25 თებერვალს, თბილისი უმასპინძლებს; გასვლითი მატჩი რუმინელებთან 10 მარტს, ბუქარესტში გამართება. ხოლოდ ევროპის ერთა თასის ბოლო შეხვედრა თბილისში, 17 მარტს, რუსეთის წინააღმდეგ შედგება.

მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი, ნაკრების გარდა, სარაგბო აკადემიაშიც იმუშავებენ, სადაც სწავლება სრულიად ახლებური სისტემით წარიმართება. სპეციალისტები კონსულტირებას გაუწევენ როგორც ახალგაზრდულ ნაკრებებს, ასევე კლუბების მწვრთნელებს და საქართველოში იმ ქვეყნის ცოდნას მოიტანენ, რომლის მკვიდრნი, შეიძლება ითქვას, რაგბით სუნთქავენ. კონტრაქტის თანახმად, ყოველი წლის ბოლოს მოხდება გაწეული მუშაობის შეფასება. სწორედ ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული კონტრაქტის შემდგომი გახანგრძლივება.

ჰეიგი იმედოვნებს რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მისი დამრიგებლობის პირველ 12 თვეში იტალიისა და შოტლანდიის დონეზე აიყვანს:
„ვფიქრობ, ქართველი ბიჭები ამას ადვილად შეძლებენ. მსოფლიო თასის დროს მათ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს შოტლანდიას, არგენტინას და თვით ინგლისსაც კი“
კრის გიბსი - "ბორჯღალოსნების " შერკინების მწვრთნელი



„საქართველოს ნაკრები საკმაოდ ძლიერია შერკინებაში. დაცვის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ვფიქრობ, სწრაფად მოვახერხებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი სამუშაო არეალი შეტევა უნდა გახდეს. მსოფლიოზე ბიჭებმა მხოლოდ სამი ლელო დადეს, არადა, სივრცე რომ დაენახათ, გაცილებით მეტ ქულას მოიპოვებდნენ“- ამბობს ჰეიგი 4 იანვარს, „საუთლენდ ტაიმსთან“ ინტერვიუში.

ახალზელანდიელი სპეციალისტები ძალზე კმაყოფილი არიან საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობით: „ნაკრების მომზადება მსოფლიო თასისთვის ნებისმიერი მწვრთნელის კარიერის კულმინაციაა. საამისოდ, ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, ამას იოლად შევძლებთ“ - ამბობს ჰეიგი.

ხალზელანდილებთან ერთად იმუშავებს ორი ქართველი - ილია მაისურაძე და ილია ზედგინიძე, რომელმაც წლევანდელ მსოფლიოზე მორაგბის სანაკრებო კარიერა დაასრულა.

მწვრთნელები თბილისში დღეს 20 იანვარს, თურქეთის ავიახაზების რეისით 17:35 საათზე ჩამოვლენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Persie 21 იანვარი 2012 23:36
ჩამოვიდა უკვე :D :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (224)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა