მილტონ ჰეიგი - ექსპერიმენტებმა გაამართლა, ექსპერიმენტები გაგრძელდება!

რაგბი 26-თებ, 01:419 Sportnews 2596 0






საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პორტუგალიასთან გამართულ მატჩს (32:7) დადებითად აფასებს.

როგორც ახალზელანდიელმა მწვრთნელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პორტუგალიელთა წინააღმდეგ არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა.

მისი განცხადებით, ექსპერიმენტების ჩატარება და მოთამაშეების გამოცდა სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე ახალი მოთამაშებიის მოსინჯვა ეროვნულ ნაკრებში მომავალ შეხვედრებშიც გაგრძელდება.

როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არც რუმინეთთან და რუსეთთან მატჩები იქნება გამონაკლისი ახალი მოთამაშეებისა და ახალი ამოცანების მხრივ.

მისი განცხადებით, სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაფართოებული შემადგენლობა შეიკრიბოს, რომელიც მომავალი მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის საქართველოს ნაკრებს გაცილებით ძლიერ გუნდად აქცევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018