როდესაც ბოლოს რუსეთან წავაგეთ ჩვენი ნაკრების 7 მოთამაშე დაბადებული არ იყო

ქართული რაგბი 09-მარ, 08:019 Sportnews 1649 0





როდესაც ბოლოს რუსეთან წავაგეთ ჩვენი ნაკრების 7 მოთამაშე დაბადებული არ იყო


10 მარტს, რაგბი ევროპას მეოთხე ტურში, რუსეთის ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს კრასნოდარში უმასპინძლებს.

უკვე დიდი ხანია საქართველოს ნაკრებს პრინციპული მეტოქის დამარცხება არ უჭირს და შაბათსაც გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელის.

საინტერესოა, რომ როდესაც ბოლოს საქართველომ რუსეთან წააგო ჩვენი ნაკრების შვიდი მოთამაშე დაბადებულიც არ იყო.

ასევე ჯერ კიდევ მაშინ სოხუმი არ იყო ოკუპირებული , არ არსებობდა "DVD , Mp3 , Wife" , საუკეთესო პროცესორი იყო პირველი თაობის Pentium, ხოლო უახლესი საოპერაციო სისტემა - Windows 3.11.

შეხვედრა 10 მარტს საქართველოს დროით 16:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია იმედი შემოგვთავაზებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა