ქართველი მეკლდეურის წარმატება აზერბაიჯანში

სხვა სახეობები 06-თებ, 18:519 რაულიტო 1045 0





აზერბაიჯანში, სოფელ ლაზში გამართულ აზერბაიჯანის ღია პირველობაზე ყინულზე ცოცვაში წარმატებას მიაღწია ქართველმა სპორტსმენმა - ნუკრი გველებიანმა.

2-3 თებერვალს გამართულ ტურნირზე გველებიანმა ყველა მეტოქეს აჯობა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი მეკლდეური ფინალისტებს შორის ერთადერთი იყო, ვინც ყინულის რთული კედლის ბოლომდე გავლა (დახურვა) მოახერხა.

ტურნირზე აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, უკრაინისა და საქართველოს გუნდები მონაწილეობდნენ (45 ვაჟი, 16 გოგონა). გეველებიანთან ერთად, აზარბაიჯანში მირზა ლიპარტელიანსაც უნდა ეასპარეზა, თუმცა ტრავმის გამო მეორე ქართველმა მეკლდეურმა ტურნირზე მონაწილეობის მიღება ვეღარ შეძლო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018