Image

ჭრიკიშვილის ბრინჯაო ტოკიოს გრანდ სლემზე

სხვა სახეობები / ჭიდაობა 30-ნოე, 14:449 რაულიტო 2540


















საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი - ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ტოკიოში მიმდინარე "გრანდ სლემზე" ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანმა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედარში ამერიკელი ტრევის სტივენსი იპონით დაამარცხა.

დამამშვიდებელ ეტაპზე ჭრიკიშვილი მეოთხედფინალიდან გადაერთო, სადაც ამ წონით კატეგორიაში გაჩემპიონებულ იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დათმო ორთაბრძოლა.

30 ნოემბერს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით უშანგი მარგიანმაც იჭიდავა და ტურნირი მერვედფინალში სტივენსთან მარცხით დაასრულა. 73 კილოგრამში კი კიმონო ფრიდონ გიგანმა მოირგო და პირველსავე წრეში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან იაპონელ რიკი ნაკაიასთან შებოჭვით წააგო.

აღსანიშნავია, რომ ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 11:00 საათზე იწყება და პირდაპირი ტელერეპორტაჟი ვებ-გვერდ www.ippon.tv-ის გარდა, GMG-SPORT-ზეც გადაიცემა.

1 დეკემბერს ტოკიოს გრანდ სლემზე საქართველოს ღირსებას 90 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ-ში ალექსანდრე მსხალაძე, + 100 კგ-ში კი ლევან მატიაშვილი და გიორგი ზაქარიაძე დაიცავენ.

ტოკიოს გრანდ სლემზე წარმატება ძიუდოში განსაკუთრებით პრესტიჟულად ითვლება. ბოლო წლებში ქართველ ძიუდოისტთაგან ყველაზე დიდ წარმატებას ტოკიოში ირაკლი ცირეკიძემ მიაღწია, რომელმაც ბრინჯაოს მედალი 2011 წელს მოიპოვა.

სამინისტროს პრესსამსახური


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (275)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა