Image

ანასტასია გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია! [+ ვიდეო]

სხვა სახეობები 05-დეკ, 13:399 Sportnews 1930


საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!

ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265კგ დაძლია (ატაცი - 120კგ; აკვრა - 145კგ) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს. დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ-თი მესამე ადგილზე გავიდა.

გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შოთა მიშველაძემ (62კგ).

6 დეკემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება. ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა.

სამინისტრის პრესსამსახური


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (131)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]