სხვა სახეობები
„სირცხვილი და თავის მოჭრა“ - ძალიან სამარცხვინო ფაქტი ქართულ სუმოში

„სირცხვილი და თავის მოჭრა“ - ძალიან სამარცხვინო ფაქტი ქართულ  სუმოში


ოპერის ცნობილი მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და სუმოს ფედერაციას უპირისპირდება.

„ეს ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ამ მართლაც სასირცხვილო ფაქტით ვფიქრობ, უნდა დაინტერესდეს მედია!

კოკკაი, იგივე ლევან ცაგურია, სუმოს ლეგენდა კაცი, პირველი ქართველი სუმოს დიდოსტატი და ადამიანი, ვინც მთელი მისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერით, წლების მანძილზე იაპონიაში საქართველოს ასახელებდა, ადამიანი ვინც თავიდან ურჩია, მიიწვია და სუმოს აზიარა მისი დღეს წარმატებული მეგობრები- სუმოისტები: ტოჩინოშინი და გაგამარუ, ...... ასეთმა პიროვნებამ იაპონიაში ყოველგვარი მიწიერი ფუფუნება, ლუქსუსი და უმაღლესი დონის პატივი დატოვა და რამდენიმე წელია მის ქვეყანაში დაბრუნდა შეგნებული პატრიოტული მოსაზრებით.

დღეს კი, ქვეყნის ეს ლეგენდარული და საამაყო ექს-სუმოისტი ასე უჩუმრად და მოკრძალებულად სულ სხვა მცირე მეწარმეული საქმიანობით უნდა იყოს დაკავებული და სუმოს ფედერაციას ვიღაც ბობოლა ყოფილი ძიუდოისტები და მორაგბეები უნდა ხელმძღვანელობდნენ და ამ ადამიანს ფედერაციას არ აკარებდნენ??

ამ ვითომ ფედერაციას, სადაც უძაღლო სიტუაციაში კატები არიან დანიშნულნი საყეფად....პირადად მე სუმოს ფედერაციას ვერ დავარქმევ.ის ჩემთვის ყოველთვის "ვითომ" და "ფსევდო" სუმოს ფედერაცია თუ კავშირი იქნება...... ხალხისთვის მუდამ არასერიოზული, არასაპატივსაცემო და საეჭვო რეპუტაციით!! სხვა თუ არაფერი, ასეთი ამაგდარი ადამიანის ასეთი სამარცხვინო იგნორირების გამო!!

ყოველგვარი სპორტული ორგანიზაცია... მხოლოდდამხოლოდ, უშუალოდ მისმა სფეროს წარმომადგენელმა მართოს და არა ვიღაც "ბლატებით" და ნაცნობობით დანიშნულმა არაპროფესიონალებმა, დიდი ალბათობით, საკუთარ სფეროში ხელმოცარულმა ექს სპორტსმენებმა (თავმოყვარე და წარმატებული ძიუდოისტი ან მორაგბე ხომ ასეთ, მისთვის უცხო პოსტს და გარემოს არ იკადრებს)
კი ბატონო, მიიწვიონ მაშინ ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელად მოკრივე, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელად კარატისტი, კალათბურთის-ფეხბურთელი....და ა.შ

სირცხვილია და თავის მოჭრა ერო და ბერო ამოვიღოთ ხმა!!! სირცხვილი!, “ - წერს თამარ ივერი.

წყარო intermedia.ge








კომენტარის დამატება