Image

აი რამდენი გამომიუშავა ტოჩინოშინმა უძლეველი სუმოისტის ჰაკუჰოსთან გამარჯვებით

სხვა სახეობები 24-მაი, 16:099 Sportsman 9556


ტოჩინოშინი და ჰაკუჰო

დღეს, 24 მაისს ტოჩინოშინმა მაისი ბაშოზე რიგით მე-12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც გამარჯვება მოახერხა და ტურნირის ლიდერობა სულ უფრო გაიმყარა.

ჯერ კიდევ გუშინ, ძალიან ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ტოჩინოშინის და ჰაკუჰოს დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იყო ტურნირის მიმდინარეობისას, რაც ფსონებითაც გამართლდა.

ვინც სუმოს უყურებთ, შენიშნავდით, რომ ადამიანების ჯგუფი ბანერებით ხელში, რომლებიც დოჰიოს წრეს ურტყავენ ერთგვარ რეკლამას აკეთებენ, რის გამოც სპონსორები თითოეულ სუმოისტს გარკვეულ თანხას უხდიან. როგორც ცნობილია, ეს თანხა 60 000 იენია, რომელიც ქართულ ვალუტაზე 1 345 ლარს უდრის.

გარდა სპონსორების თანხისა, თითოეული შეხვედრის შემდეგ სუმოისტები შედარებით მეტ თანხას ტურნირიდან იღებენ. ყველაფერი კი შეხვედრის პოპულარულობაზე და ფსონებზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ტოჩინოშინმა შეხვედრის შემდეგ 40. 000 ლარზე მეტი მიიღო.

საბოლოო ჯამში, ლევანს 207 130 ლარი აქვს გამომუშავებული, რითიც პირველი ნამდვილად არ გახლავთ. პირველი კაკარიუსია, რომლის გამომუშავებული თანხაც 355 000 ლარს სცდება.

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ შემოსული თანხის ძალიან დიდი ნაწილი თავად ტურნირშივე რჩება, სადაც სუმოისტები ხარჯებს ფარავენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]