4 დღის შემდეგ ტოშინოჩინის ჩემპიონობის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა!

4 დღის შემდეგ ივლისის ბაშოზე ტოშინოჩინის ჩემპიონობის შანსი საკმაოდ გაიზარდა, ქართველი სუმოისტი შესანიშნავად ასპარეზობს და 4-დან 4 გამარჯვება აქვს.
აღსანიშნავია, რომ ასპარეზობას ტრავმის გამო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ჰაკუჰო გამოეთიშა, წინა ბაშოს გამარჯვებულმა კაკურიომ კი მოულოდნელი მარცხი იწვნია გუშინ გამართულ შეხვედრაში. იოკოძუნა კაკურიო მონღოლ სუმოისტთან დამარცხდა და ბალანსი 3-1 გაუხდა.
დღევანდელი მდგომარეობით ივლისის ბაშოს 4-4 გამარჯვებით ორი ლიდერი ჰყავს, ტოშინოჩინთან პირველ ადგილს სეკივაკე მიტაკეუმი იყოფს.
დღეს ლევან გორგაძე კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება, სადაც ქართველი აშკარა ფავორიტია.
მოიწონეთ სტატია
კომენტარები