Image

ხაბიბი VS მაკგრეგორი - ვის დაუჭერს მხარს მაიკ ტაისონი?

სხვა სახეობები 02-ოქტ, 10:089 Sportnews 2970
image


მოგეხსენებათ, რომ UFC-ის სატიტულო შეხვედრაში ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება შედგება, რომელსაც უამრავი ადამიანი ელოდება. ამ ბრძოლასთან დაკავშირებით მაიკ ტაისონმაც ისაუბრა :

" მიყვარს MMA. ხშირად ვსტუმრობ ვეგასს და ბევრი მებრძოლი მყავს ნანახი. ძალიან მომწონს ხაბიბი და მხარს მას დავუჭერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაკგრეგორს კიდევ რამდენიმე ბრძოლის გამართვა შეეძლება. ბრძოლა ორივე სპორტსმენისთვის რთული იქნება. "

აქვე გეტყვით, რომ ტაისონმა მაკგრეგორს მეივეზერთან დაპირისპირება მოუწონა და განაცხადა, რომ ირლანდიელმა ფლოიდთან დიდხანს გაძლო.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა 6 ოქტომბერს (საქართველოს დროით 7 ოქტომბერს დილით გამთენიისას 06:00 საათზე) ჩატარდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (317)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა