დღის ახალი ამბები

"კვარაცხელიათი "რეალია" დაინტერესებული - დე ლაურენტისი გამაოგნებელ თანხას ითხოვს"

"კვარაცხელიათი "რეალია" დაინტერესებული - დე ლაურენტისი გამაოგნებელ თანხას ითხოვს"
10-06-2023, 13:56

Calcio Napoli და Area Napoli Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ "რეალი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესებულია, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავის ძვირფას ფეხბურთელს არ დათმობს და განსაცვიფრებელ თანხად აფასებს:

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალის" მიმართ განსაკუთრებული აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულება აქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ის უყურებდა, როგორ სასწაულებს ახდენდა "ბლანკოსის" მაისურით მისი კერპი რონალდო. თვით ხვიჩას გარემოცვამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ უნდა ოდესმე "რეალში" ითამაშოს, რომელსაც "ნაპოლის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი წვრთნის. ვინ იცის, იქნებმალე ოცნება აუხდეს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "რეალი" სერია A-ს ნამდვილ აღმოჩენასა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე ინფორმაციას აგროვებს.

თუმცა, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლურენტისი თავის მარგალიტს ასე ადვილად ვერ შეელევა - მხოლოდ გამაოგნებელი თანხის, 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 77 ნომერი ნეაპოლში დარჩება".

წყარო: 

sportall.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 929-ჯერ
კომენტარები
რეკლამა