Image

საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრების მთავარი სამიზნე – 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი

სხვა სახეობები / ოლიმპიური 23-მარ, 14:199 admin 2382


საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები (1997-1998 წლებში დაბადებულები) იწყებს მზადებას ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისათვის, რომელიც 2015 წელს თბილისში გაიმართება. საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო ტურნირების მოძიება და რამდენიმე შემოთავაზებაც მიიღო. გადაწყდა, რომ აპრილში მონაწილეობას მივიღებთ დიდ საერთაშორისო ტურნირში, რომელიც ანკარაში გაიმართება.

"ეს ტურნირი პირველი დიდი გამოცდა იქნება გოგონათა ნაკრებისათვის. გუნდი ამ ტურნირისათვის შეიკრიბება და იმედია, რომ დარჩენილ დროში კარგად მოემზადება. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მატჩები ჩავატაროთ, რათა გოგონებმა გამოცდილება მიიღონ. ანკარის ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია და 12 ნაკრები ითამაშებს.

თავად განსაჯეთ, მასპინძლებისა და ჩვენს გარდა მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის, ჰოლანდიის, ჩინეთის, ბულგარეთის, ფინეთის, კორეის, ალბანეთის, საბერძნეთის, აშშ-სა და გერმანიის ნაკრებები. მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენი გოგონები ბევრ თამაშს გამართავენ, რაც თავისთავად ძალზე მნიშვნელოვანია ახლად ჩამოყალიბებული ნაკრებისათვის." - განაცხადა საქარველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა