მძლეოსნობის ფედერაციამ რობერტ შავლაყაძის 78 წლის იუბილე აღნიშნა

სხვა სახეობები 02-აპრ, 10:249 slim4me 3468 0






1 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ, დიდუბის მძლეოსნობის მანეჟში ოლიმპიურ ჩემპიონ - რობერტ შავლაყაძის 78 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, თბილისი მერიის წარმომადგენელი მერაბ ჩიქობავა და ვეტერანი სპორტსმენები დაესწრნენ. ოლიმპიურ ჩემპიონს ფულადი პრემია გადაეცა.

ლადო ვარძელაშვილი:" მინდა, რომ რობერტ შავლაყაძეს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. ეს ადამიანი ცოცხალი ლეგენდაა. მან ჩვენ ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანა და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ქართული მძლეოსნობისთვის. მითუმეტეს, მძლეოსნობა ძალიან მნიშვნელოვანი სპორტის სახეობაა. ამ სპორტის სახეობის განვითარება კი დიდწილად განსაზღვრავს სხვა სახეობების შედეგიანობასაც".

გია ნაცვლიშვილი:" რობერტ შავლაყაძემ თავის დროზე წარმოუდგენელი რაღაც შეძლო. ეს იგივე, ახლა ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ბრაზილია, რომ დაამარცხოს. მისი გამოცდილება უდავოდ წაადგება ახალგაზრდა ქართველ მძლეოსნებს. ბატონ რობერტს, ჯანმრთელობას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ".

რობერტ შავლაყაძე:" დიდი სიამაყე და საოცარი გრძნობაა, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი ხდები. ამაყად გრძნობ თავს. გამარჯვება კი უდიდესი შრომის ხარჯზე მოდის, შრომისმოყვარეობა ჩვენ ახალგაზრდებსაც უნდა ჩავუნერგოთ და ვასწავლოთ, რომ მონდომება უშედეგოდ არ ჩაივლის. დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე გაფასებენ".

რობერტ შავლაყაძის დოსიე

დაიბადა 01.04.1933. თბილისი.
მძლეოსნობა, სიმაღლეზე ხტომა.

1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (IV-V ადგილი).

ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორე პრიზიორი (1959, 60, 62), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62). "გიგანტთა მატჩში" (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი - 217 სმ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

სეოკის აღმასკომის წევრი. ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის ორდენების კავალერი. 2010 წელს რობერტ შავლაყაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლადო ვარძელაშვილმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018