Image

ამირან პაპინაშვილი ბაქოში გაჩემპიონდა

სხვა სახეობები / ჭიდაობა 07-მაი, 14:599 admin 2792


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ამირან პაპინაშვილი ბაქოს დიდი პრიზის ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალთან ერთად 200 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ამასთან, ტურნირის საპრიზო ფინდიდან - 150 ათასი დოლარიდან, ოქროსმედალოსნებისთვის დაწესებული 3 ათასიც მიიღო.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ფინალში მონღოლი ბოლდბაატარ ჩიმედ-იონდონი 2 იუკოთი დაამარცხა. იქამდე კი სამი მეტოქე ჩამოიცილა. ყაზახ ასხატ ტელმანოვს წუთსა და 38 წამში სძლია, აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევს ვაზარით გასცდა, ხოლო ფინელ ვალტერი იოკინენს 3 წუთსა და 18 წამში ორი ვაზარი აართვა.

სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა. საქართველოს სახელით შალვა ქარდავამ იჭიდავა, მაგრამ პირველსავე წრეში იპონით დამარცხდა, მონღოლ ხიშიგბაიარ ბუუვეიბაატართან. შაბათს მედლები 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება და საქართველოს სახელით თენგიზ პაპოშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ლევან წიკლაური და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) იჭიდავებენ.

კვირას კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან და ქართული გუნდის წევრთაგან კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), კონსტანტინე მუკვანი, ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) მოირგებენ.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა