ქართველი სუმოისტები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ

სხვა სახეობები 17-მაი, 22:309 admin 2693 0






ქართველი სუმოისტები წარმატებულად გამოვიდნენ ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სუმოში 18 წლამდელთა, 21-წლამდელთა და უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 4-კაციანი შემადგენლობით სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 5 მედალი მოიპოვა.

18 წლამელთა შორის ზურაბ აქუბარდიამ - 100 კგ-ში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 21-წლამდელთა შორის ზაზა ბალაშვილმა (მძიმე) ოქროს, დიდებში კი ავთანდილ ცერცვაძემ (აბსოლუტური) ვერცხლი და ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაო აიღეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს პირად-გუნდურ შეჯიბრში დიდებში ბრინჯაოს მედალი ერგო.

ევროპის ჩემპიონატზე 21 ქვეყნის 400-მდე სუმოისტი მონაწილეობდა. ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სუმოს ფედერაციამ (პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე) 16 მაისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ტურნირის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.

თენგიზ რუხაძე:" 4 სუმოისტის მიერ მოპოვებული 5 მედალი, ცხადია კარგი შედეგია. საინტერესოა, რომ ევროპის პირველობაზე ყველაზე ცოტა სპორტსმენით საქართველოს ნაკრები გამოვიდა. ევროპის ჩემპიონატზე წამყვანი გუნდები სრულად დაკომპლექტებული შემადგენლობებით წარსდგნენ, მიუხედავად ამისა სხვებს არ ჩამოვრჩით და საკმაოდ წარმატებით გამოვედით. ინდივიდუალურის გარდა, შედეგი პირად-გუნდურ შეჯიბრებაშიც გვქონდა. ფინალში გასულ 9 გუნდში მოვხვდით და მე-3 ადგილი დავიკავეთ. წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ".

ავთანდილ ცერცვაძე:" იმის გათვალისწინებით, რომ შეკრება არ გაგვივლია შედეგი მართლაც კარგია, თუმცა ჩვენ ყოველთვის მეტი გვინდა, რადგან ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე იყო ქვეყნები, რომლებიც საერთოდ უმედლოთ დარჩნენ, ჩვენ კი 4-მა სპორტსმენმა 5 მედალი მოვიპოვეთ. ახლა მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გავაგრძელებთ და იმედი გვქვს, რომ იქაც წარმატებით გამოვალთ".


ქართველი სუმოისტები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018