სხვა სახეობები
მკლავჭიდელებმა ევროპის ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს

თურქეთის ქალაქმა ანკარამ 8-10 მაისს მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ტრადიციულად ქართველი სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე 16 მკლავჭიდელით წარსდგა და 3 ოქროს, 4 ვერხცლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საუკეთესო შედეგი გენადი კვიკვინიამ აჩვენა, რომელმაც ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

მან 110 კგ-ში მოსინჯა ძალები და მარჯვენა და მარცხენა მკლავში პირველობა არავის დაუთმო, თან ისე, რომ ორივე ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. ვერცხლის მედლები კი ირაკლი გამთენაძემ (90 კგ, მარჯვენა) და ვასილ დაუთაშვილმა (100 კგ, მარჯვენა) დაისაკუთრეს. ბრინჯაოს მედლები ერგოთ ალეკო აბუთიძეს (70 კგ, მარჯვენა), ვასილ დაუთაშვილსა (100 კგ, მარცხენა) და ვილენ გაბრავას (60 კგ, მარცხენა).

რაც შეეხებათ ახალგზრდებს, აქ ოქრო მოიპოვა მერაბ კაკაბაძემ (80 კგ), ვინც მარჯვენა მკლავით გაიმარჯვა. ვერცხლის მედალოსნები გახდნენ - მერაბ კაკაბაძე (80 კგ, მარცხენა) და მარინა ფუტკარაძე (55 კგ, მარცხენა), ბრინჯაოს კი გიორგი ოთინაშვილი დაეუფლა (55 კგ, მარჯვენა).


ევროპის ჩემპიონატი. ანტალია. 8-10 მაისი
დიდები


გენადი კვიკვინია (110 კგ, მარჯვენა) - ოქრო
გენადი კვიკვინია (110 კგ, მარცხენა) - ოქრო
ირაკლი გამთენაძე (90 კგ, მარჯვენა) - ვერცხლი
ვასილ დაუთაშვილი (100 კგ, მარჯვენა) - ვერცხლი
ალეკო აბუთიძე (70 კგ, მარჯვენა) - ბრინჯაო
ვასილ დაუთაშვილი (100 კგ, მარცხენა) - ბრინჯაო
ვილენ გაბრავა (60 კგ, მარცხენა) - ბრინჯაო

ახალგაზრდები

მერაბ კაკაბაძე (80 კგ, მარჯვენა) - ოქრო
მერაბ კაკაბაძე (80 კგ, მარცხენა) - ვერცხლი
მარინა ფუტკარაძე (55 კგ, მარცხენა) - ვერცხლი
გიორგი ოთინაშვილი (55 კგ, მარჯვენა) - ბრინჯაო








კომენტარის დამატება