აირჩიეთ გუნდი:

ზაფხულის ოლიმპიადა. ლონდონი 2012. საქართველოსთვის! 35 ქართველი 12 სახეობაში იბრძოლებს



დღეს, ზაფხულის 30-ე საიუბილეო, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, „ლონდონი 2012“ ქალთა საფეხბურთო ნაკრებების მატჩებით დაიწყება. ოლიმპიადა კი ოფიციალურად 27 ივლისს გაიხსნება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები დღეს, 25 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა ლონდონში. ბრიტანეთში გამგზავრებამდე ჩვენმა ოლიმპიელებმა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო ვითარებაში დადეს ოლიმპიური ფიცი. ჩვენი ოლიმპიური ნაკრების კაპიტანი ნინო სალუქვაძეა, რომელიც ჩვენს დელეგაციას ლონდონში ელის. შესაბამისად, ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონიალზე, ფიცის ტექსტი ოლიმპიური ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა. ამ ცერემონიალს ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის წევრთა გარდა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მწვრთნელები, სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციათა და ასოციაციათა ხელმძღვანელები და მასმედია ესწრებოდა.

ოლიმპიური ფიცის დადების შემდეგ ჩვენი ოლიმპიური დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო.

„... როცა ქართული სპორტული ფორმა გაცვია და საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობ, ათჯერ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება და ვალდებული ხარ წარმატებისთვის ბოლომდე იბრძოლა.

საქართველო და ქართველი არის მებრძოლი, რომელიც ყველაზე გამოუვალ ვითარებაშიც კი პოულობს გამოსავალს, ყველაზე დიდ სიძნელეებსაც კი არ ეპუება. არასდროს კარგავს გამარჯვების იმედს და ბოლომდე გამარჯვებისთვის იბრძვის. ასე რომ, მინდა წარმატებები გისურვოთ“, - ამ სიტყვებით მიმართა და გაამხნევა ჩვენი ოლიმპიელები საქართველოს პრეზიდენტმა.


N სპორტსმენი სპორტის სახეობა
1. ირაკლი ბოლქვაძე საწყლოსნო სპორტი
2. მაია გოგოლაძე მძლეოსნობა
3. ბოლესლავ სხირტლაძე მძლეოსნობა
4. დავით ილარიანი მძლეოსნობა
5. მასიეჟ როსიევიჩი მძლეოსნობა
6. ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლა
7. ქრისტინე ესებუა მშვილდოსნობა
8. ლუბა გოლოვინა ბატუტზე ხტომა
9. მერაბ თურქაძე კრივი
10. გია მაჭავარიანი ძალოსნობა
11. რაულ ცირეკიძე ძალოსნობა
12. ირაკლი თურმანიძე ძალოსნობა
13. ზურაბ დათუნაშვილი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
14. სოსო ჯაბიძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
15. რევაზ ლაშხი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
16. გურამ ფერსელაძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
17. მანუჩარ ცხადაია ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
18. ვლადიმერ გეგეშიძე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
19. ადამ ოქრუაშვილი ძიუდო
20. ლაშა შავდათუაშვილი ძიუდო
21. ნუგზარ ტატალაშვილი ძიუდო
22. ბეთქილ შუკვანი ძიუდო
23. ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდო
24. ვარლამ ლიპარტელიანი ძიუდო
25. ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდო
26. მალხაზ ზარქუა თავისუფალი ჭიდაობა
27. დავით მოძმანაშვილი თავისუფალი ჭიდაობა
28. გიორგი გოგშელიძე თავისუფალი ჭიდაობა
29. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავისუფალი ჭიდაობა
30. ოთარ თუშიშვილი თავისუფალი ჭიდაობა
31. დავით ხუციშვილი თავისუფალი ჭიდაობა
32. დავით მარსაგიშვილი თავისუფალი ჭიდაობა
33. გიორგი ნადირაძე ველოსპორტი
34. ანა ტატიშვილი ჩოგბურთი
35. მაკა ჩახნაშვილი ჩოგბურთი

 

3

2150

{awards}

{awards-link}

#3

ავტორი: M_X_E_C_I  

iventusi_rati,
ამინ !

{awards}

{awards-link}

#2

ავტორი: iventusi_rati  

ყველას წარმატებები.

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: M_X_E_C_I  

აბა წარმატებები ბიჭებო და გოგოებო ! ასახელეთ საქართველო !
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.