ლონდონი 2012. ტატიშვილმა ვოგტი გააცამტვერა

სხვა სახეობები 30-ივლ, 13:299 M_X_E_C_I 2067 2






ლონდონის ოლიმპიდაზე წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა. ტატიშვილსა და ლიხტენშტაინელ შტეფანი ვოგტს შორის მატჩი წვიმის გამო არაერთხელ შეწყდა. თუმცა არ გადადებულა და საბოლოოდ ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. ანა ტატიშვილმა ლიხტენშტაინელი მეტოქე 58 წუთში 6:2 და 6:0 დაამარცხა და მეორე რაუნდში გავიდა. მომდევნო რაუნდში ანას მეტოქე რუს ნადია პეტროვასა და ჩინელ ჟი ჟენგს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პეტროვასა და ჟენგს შორის შეხვედრაც დღეს უნდა გამართულიყო, მაგრამ წვიმის გამო ორშაბათისთვის გადაიდო.

ორშაბათს, 30 ივლისს ანა ტატიშვილი მაკა ჩახნაშვილთან ერთად, წყვილთა თანრიგში, სლოვენიურ ანდრეია კლეპაჩისა და კატარინა სრებოტნიკის ტანდებს გაეჯიბრება. ასევე, 30 ივლისს, 73 კგ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ნუგზარ ტატალაშვილი იასპარეზებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

M_X_E_C_I 31-ივლ, 16:37

დუეტში ვერ შეეწყვეს ერთმანეთს ანა და მაკა )

M_X_E_C_I 30-ივლ, 21:19

საღოლ ანას ! winked
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018