ტატიშვილმა პეტროვასთან ღირსეულად იბრძოლა, მაგრამ….
ლონდონში, ქალ ჩოგბურთელთა ტურნირზე, ერთეულთა თანრიგში, ანა ტატიშვილმა უამინდობის გამო გადავადებული შეხვედრის პირველი სეტი, 16-ედ განთესილ რუსს ნადია პეტროვასთან 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ფავორიტს ტოლი არ დაუდო, პეტროვა ტაი-ბრეიკზე (7:5) დაამარცხა და მატჩის საერთო ანგარიში 1:1 გაათანაბრა. ანამ გადამწყვეტი, 3-ე სეტი, ბრეიკით დაიწყო, თუმცა რუსმა უკუ-ბრეიკით თანაფარდობა აღადგინა. მატჩში, გარდამტეხი, 6-ე გეიმი გამოდგა. 2:3-ზე, სერვერზე, ქართველმა ჩოგბურთელმა სამმაგი გეიმ-ბოლი გაანიავა და ფსიქოლოგიურად გატყდა. აღნიშნული სეტი პეტროვამ 6:2 , შეხვედრა კი საერთო ანგარიშით 2:1 მოიგო.ამით ქართველ ჩოგბურთელთათვის ლონდონის ოლიმპიადა დასრულდა.
მოიწონეთ სტატია
კომენტარები