Image

იბერია სტარტი ოთხთა ფინალში გავიდა

სხვა სახეობები 15-ოქტ, 00:119 Sportnews 1397


ფუტსალში საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ელიტ-რაუნდის ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში დაამარცხა ლისაბონის "ბენფიკა" - 7:4 და უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალში გავიდა. თბილისურ ელიტ-რაუნდში ოთხი გუნდი მონაწილეობდა: "იბერია სტარი", "ბენფიკა", უნგრული "დიორი" და იტალიური "ლუპარენსე". იბერიელებმა პირველ ტურში იტალიელები გაანადგურეს – 6:1, შემდეგ კი უნგრელებთან ფრედ დაასრულეს შეხვედრა – 2:2.

ბოლო ტურის წინ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ "ბენფიკასთან" შედეგიანი ფრის შემთხვევაში ოთხთა ფინალში პორტუგალიელები გადიოდნენ. 0:0, 1:1 ან 2:2-ზე კი უნგრელები. შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ბრაზილიელებით დახუნძლულმა "იბერია სტარმა" თავიდანვე შეუტია მეტოქეს და მატჩის დებიუტში დაწინაურდა. პორტუგალიელებმა, რომლებიც ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე არიან, გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ იბერიელებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე კიდევ სამჯერ აიღეს მეტოქის კარი, რასაც "ბენფიკამ" ერთი გოლით უპასუხა და ტაიმი საქართველოს ჩემპიონის გამარჯვებით – 4:2 დასრულდა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის ცუდად დაიწყო. პორტუგალიელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს (4:4) და ამ შედეგით სწორედ ისინი გადიოდნენ ოთხთა ფინალში. თუმცა, იბერიელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო. ხელით თამაშისთვის პორტუგალიელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა აუგუსტომ. ამ გოლით მან დუბლი შეასრულა (სულ ტურნირზე 4 გოლი გაიტანა) და საქართველოს ჩემპიონი დაწინაურდა 5:4. "ბენფიკა" იძულებული გახდა შეტევაზე გადასულიყო, რითიც იბერიელებმა კარგად ისარგებლეს და თამაშის დასრულებამდე კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. საბოლოო ჯამში, "იბერია სტარმა" – 7:4 მოიგო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და ოთხთა ფინალის საგზური მოიპოვა.

ეს ქართული გუნდისთვის დიდი გამარჯვებაა. ოთხთა ფინალში საქართველოს ჩემპიონთან ერთად ითამაშებენ ესპანეთის "ბარსელონა", მოსკოვის "დინამო" და ყაზახეთის "კაირათი"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
beqa_beqa 29 ნოემბერი 2012 18:02
ბარსელონას თუ მოუგებთ მაგარი იქნებააა
iventusi_rati 22 ოქტომბერი 2012 16:41
რაღაც ამათ რო ვუყურებ მაგრად მევასება.

თან ბრაზილიელები არიან.
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (414)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა