„თეგეტა მოტორსის" გუნდის სახელით მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა რუსთავის ავტოდრომზე გამართული ავტორბოლაში ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა

„თეგეტა მოტორსის

12-06-2012, 16:38

თეგეტა მოტორსის" გუნდის სახელით მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა რუსთავის ავტოდრომზე გამართული ავტორბოლაში ტრასის ახალი რეკორდი დაამყარა. 7, 8 და 9 ივნისს ქ. რუსთავში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი წრიულ რბოლაში.
"თეგეტა მოტორსის" სახელით რბოლაში მოასპარეზე ზურა ბეჟაშვილმა, შეჯიბრში მონაწილეობა GT კლასში მიიღო. მან 7 ივნისის ოფიციალურ ვარჯიშზე საუკეთესო დრო აჩვენა, 8 ივნისს ჩატარებულ საკვალიფიკაციო რბოლაში მეორე ადგილი, ხოლო იმავე დღეს გამართულ მცირე შეჯიბრში ძარიან ავტომობილებს შორის ტრასის რეკორდი დაამყარა (დრო: 1.58.01). 9 ივნისს ჩატარებულ საკვალიფიკაციო რბოლაში ზურა ბეჟაშვილმა პირველი ადგილი, ხოლო საბოლოო შეჯიბრში, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო რბოლის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ღია ჩემპიონატის მეორე ეტაპი წრიულ რბოლაში შემდეგ კლასებში გაიმართა: Formula Alfa, Legends, GT, Touring. ავტორბოლებში სხვადასხვა გუნდების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველი და მეორე ეტაპების შედეგებით, ამ დროისთვის, „თეგეტა მოტორსის" გუნდი ლიდერობს. მესამე ეტაპი ივლისში გაიმართება.

ცნობისთვის, ზურა ბეჟაშვილი საქართველოს 16-გზის ჩემპიონია ავტორბოლის სხვადასხვა სახეობებში. ასევე, რუსთავის ავტოდრომის 9-გზის რეკორდსმენი და რალიში სამგზის ევროპის ჩემპიონატის ეტაპის პრიზიორი გახლავთ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით