აირჩიეთ გუნდი:

ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია



საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის - IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ქართველი ჩემპიონი ჰყავს. საკრივო სამყაროში "ტორნადოს" ზედმეტსახელით ცნობილმა ავთანდილ ხურციძემ 13 მარტს, სპორტის სასახლეში, საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად გამართულ 12-რაუნდიან ბრძოლაში პოლონელი მარიუშ სენდროვსკი ქულებით დაამარცხა.

ხურციძემ თავისზე ერთი თავით მაღალ მოწინააღმდეგესთან უპირატესობა ბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა და 12 რაუნდის განმავლობაში მძლავრად უტევდა. სენდროვსკი ცდილობდა შორიდან ეჩხუბა, ხოლო როცა დისტანციის დაცვას ვერ ახერხებდა, ძლიერი დარტყმებისგან თავის დასაცავად უმალ ჭიდაობაზე გადადიოდა.

ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია


ამ ტაქტიკამ გამარჯვებამდე ვერ მიიყვანა, მაგრამ ნოკაუტით მარცხს კი აშკარად გადაარჩინა. საბოლოოდ, მსაჯებმა ქულები ასე დათვალეს: 117:111, 120:108, 116:112 ავთანდილ ხურციძის სასარგებლოდ. ამ ბრძოლამდე ქართველ საშუალოწონოსანს პროფესიულ რინგზე 26 შეხვედრა ჰქონდა გამართული (22 მოგება, 2 წაგება, 2 ფრე), ხოლო მატიუშ სენდროვსკის - 25 (21 მოგება, 2 წაგება, 2 ფრე).

უკრაინული საპრომოუთერო კომპანიის, "Elite Boxing Promotion"-ისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული საკრივო საღამოს ცენტრალურ ბრძოლამდე სპორტის სასახლეში 5 სარეიტინგო შეხვედრა გაიმართა. 69,8 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ამბროსი სუთიძისა და რობინზონ ომსარაშვილის შეხვედრა ფრედ დასრულდა. 61,2 კილოგრამში ბექა საჯაიამ რუბენ მოვსესიანს ქულებით სძლია. 72,6 კილოგრამში ბორის მდინარაძემ უკრაინელ ვალენტინ ვოლოხას მესამე რაუნდში, ნოკაუტით მოუმთავრა საქმე. ამავე წონაში, ნოკაუტითვე, რუსმა მარატ კულუმბეკოვმა უკრაინელ ანდრეი დანიჩკინს პირველსავე რაუნდში მოუგო. 63,5 კილოგრამში კი უკრაინელმა ვიქტორ პოსტოლმა შვედეთის სახელით მოჩხუბარი უგანდელი, სამ რუკუნდო მცირე უპირატესობით დაამარცხა.

ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია


ავთანდილ ხურციძე:"მადლობა ყველას, ვინც მიგულშემატკივრა და ბოლოს ჩემი მოგებით გაიხარა. საქართველოში პირველად ვიჩხუბე და ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი სწორედ ჩემს ქვეყანაში მოვიპოვე. ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა და ძალიან ჭკვიანურადაც მებრძოლა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ცოტა უნდა დავისვენო, მერე კი... სავარაუდოდ 3 თვეში ტიტულის დასაცავ შეხვედრას ჩავატარებ. სად და ვისთან, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძნელია".

მარიუშ სენდროვსკი:"ხურციძე ძალიან ძლიერი მოკრივეა. დღეს ღირსეულადაც მოიპოვა გამარჯვება და გულწრფელად ვულოცავ. იგი უკვე სხვა ვერსიების საჩემპიონო ქამრების მოსაპოვებლადაც მზადაა და მალე, ალბათ იქაურ ჩემპიონებსაც დაუპირისპირდება. მე კი მატჩ-რევანშის შეთავაზებას ვაპირებ. იმედია მოვილაპარაკებთ და შემდეგი შეხვედრა პოლონეთში გაიმართება".

ავთანდილ ხურციძე IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონია


პროფესიული კრივის პირველმა ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა, "მსოფლიო სპორტისთვის" გაკეთებულ კომენტარში კი აღნიშნა, რომ სავარაუდოდ 3 თვეში საჩემპიონო ქამრის დასაცავ ბრძოლას გამართავს.

წყარო: სამინისტროს პრესსამსახური  
Реклама

1

3110

{awards}

{awards-link}

#1

ავტორი: admin  

ხურციძემ ინტერვიუში თქვა ერთი ვიცი რო ჩემი მოწინააღმდეგე დაეცემაო, ნოკდაუნი იგულისხმა მაგრამ მაიც ქულებით აჯობა!
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ოფიციალური გვერდი

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

რეკლამა საიტზე

www.esport.ge -

All right reserved.